• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სირია ახალ ვალუტას რუსეთის მაგივრად გერმანიასა და საამიროებში დაბეჭდავს – Reuters

ალია ავტორი - ალია
19:40 05-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სირიის ახალი მთავრობა აპირებს, ახალი დიზაინის ვალუტა, რომელზეც ბაშარ ალ-ასადის სახე აღარ იქნება გამოსახული, რუსეთის ნაცვლად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გერმანიაში დაბეჭდოს, რაც ერთი მხრივ, დასავლურ და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, სირიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ასახავს.

ამასთანავე, სირიის ახალმა მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ხელი მოაწერა $800-მილიონიან თავდაპირველ შეთანხმებას, რომელიც ტარტუსის პორტის განვითარებას ეხება. ეს პირველი მსგავსი შეთანხმებაა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს გამოაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს მოხსნიდა.

Reuters-ის ცნობით, სირიის მთავრობის მაღალჩინოსნებმა მიმდინარე წელს დაიწყეს გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვალუტის დაბეჭდვის შესაძლებლობის განხილვა და ეს ძალისხმევა უფრო რეალისტური გახდა, როდესაც ევროკავშირმა სანქციების ნაწილობრივ მოხსნა დაიწყო.

გავრცელებული ცნობებით, ახალი ვალუტის ერთ-ერთ კუპიურაზე სირიის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის სახე აღარ იქნება გამოსახული.

ტრამპმა საუდის არაბეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სირიაზე დაწესებულ აშშ-ს სანქციებს აუქმებს, რათა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყანას “შანსი მიეცეს.” მოგვიანებით, ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასაც შეხვდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved