• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიონის ტაძარში, დაკრძალვის ცერემონიალს, ვერც მთავრობის წევრები დაესწრებიან – ანზორ ჩუბინიძე 22 მარტის შეზღუდვების შესახებ

ალია ავტორი - ალია
20:29 03-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24,095

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, კვირას, 22 მარტს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს:

„მრევლისთვის იქნება სივრცის გარკვეული ნაწილი, სადაც ალბათ შევძლებთ, შეზღუდული რაოდენობა შემოვიდეს. სავარაუდოდ ამის ხელით მართვა მოგვიწევს. ყველა სივრცე როცა შეივსება, შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი და მან უნდა ჩაატაროს წირვა. შესაბამისად, წირვის პერიოდში აღარ იქნება მსვლელობა შიგნით. ადგილზე მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობაში შეუწყობენ ხელს. სამებაში ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გამოსვენება. გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი და საზოგადოებას ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენებისას გვერდითა პოზიციები დაიკავონ, შემდგომში კი ნელ-ნელა გამოყვნენ მსვლელობას…

…სიონის ტაძარს რაც შეეხება, ვიცი, რომ იქნება დაკეტილი და მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა არ იქნება. შემუშავებულია გეგმა და საბოლოო დეტალებს გავდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სადღაც გზები გადაიკეტება, რა ადგილამდეც მოქალაქეები თავისუფლად მივლენ და სადღაც – შეიზღუდება. დღეს იყო კომისიის სხდომა, ვმსჯელობთ, რამდენი სტუმარი იქნება და მსგავს დეტალებს გავდივართ. ხვალ, შუადღისთვის გვეცოდინება, რამდენი სტუმარი იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

თეგები: ანზორ ჩუბინიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved