• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინოდის წევრებს შეურაცხგვყოფდა” – საპატრიარქოს ახალი წერილი არქიმანდრიტზე

ალია ავტორი - ალია
18:55 12-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
285
საქართველოს საპატრიარქო, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) ბოლო პერიოდში, მასმედიის საშუალებით თუ ამბიონიდან ქადაგებებისას, გამუდმებით გამოთქვამდა საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრების თუ ცალკეული სასულიერო პირების მისამართით უსამართლო ბრალდებებს და აკეთებდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს. აღნიშნულის გამო, ამა წლის 16 სექტემბერს მასთან შედგა გასაუბრება, სადაც მან განაცხადა, რომ გაითვალისწინებდა და შეწყვეტდა მსგავს განცხადებებს, თუმცა ეს პირობა 28 სექტემბერს დაარღვია.
ამის შემდეგ იგი ორგზის იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზეც, რომელზეც არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ერთხელ საყვედური გამოეცხადა, ხოლო მეორედ ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. შემდეგ, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, არქიმანდრიტ დოროთეს კომისიის სახელით გაეგზავნა წერილი, რომელშიც იყო შეგონება და ქრისტესმიერ ძმობაში დაბრუნებისკენ მოწოდება(რომელსაც ვასაჯაროვებთ). თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა, არქიმანდრიტმა დოროთემ კვლავ გააგრძელა უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებები საეკლესიო იერარქების მიმართ, რის გამოც, იგი ისევ იქნა დაბარებული ეპარქიულ კომისიაზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს.
გამომდინარე იქიდან, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ კომისიაზე დაბარების ცნობის მიღების შემდეგ, ქადაგებისას და, ასევე, სატელევიზიო გამოსვლებისას კვლავ გამოთქვა ეკლესიის იერარქების მისამართით შეურაცხყოფა და უსამართლო ბრალდებები, 15 დეკემბერს, ქორეპისკოპოსების, სინოდალური კომისიის წევრი მღვდელმთავრების, აგრეთვე ცალკეული სასულიერო პირების – საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერისა და პატრიარქის მდივნის მიერ გადაწყდა, შუამდგომლობით მიემართათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის არქიმანდრიტ დოროთესთვის (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე. მისმა უწმინდესობამ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
 P.S. ამა წლის 26 ნოემბრის მიმართვა იხილეთ:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved