• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინოდის 5 განჩინება – “ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა დასაგმობია და მისი მხარდაჭერა მიუღებელი”

ალია ავტორი - ალია
20:41 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
878

საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის განჩინებას აქვეყნებს:

? ა.წ. 2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
? სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
? სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებშიც ვითარება არის ძალიან რთული და საშიში და, რომ ამ ფონზე საქართველოს ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისათვის მისასალმებელია, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
? შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ განსახილველი საკითხების წარსადგენად სიტყვა გადასცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).
? მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პირველ საკითხად განავრცო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული თემა და ისაუბრა უკრაინასა და წმინდა მიწაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.
➡️ წმინდა სინოდის საერთო პოზიცია ასე ჩამოყალიბდა:
1. უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღეებიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაავრცელა მიმართვა კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად მძიმე შედეგებს მოიტანდა.
დღეს კი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, ნათელია, რომ იქმნება გლობალურად ფეთქებადსაშიში გარემო, რაც მთელ მსოფლიოს დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.
უკრაინასა და ღაზის სექტორში წარმოებული ომების შედეგად უკვე დიდია მსხვერპლი. ჯარისკაცებთან ერთად იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები, ბავშვები და მოხუცები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი, რელიგიური თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები; ზოგადად, ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით ძალადობასაც.
გამოვხატავთ ღრმა მწუხარებასა და თანაგრძნობას ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა… ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა – ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი.
ვუერთდებით ყველა კეთილი ნების ადამიანის ლოცვას და შევთხოვთ ღმერთს, მშვიდობა მოანიჭოს უკრაინას, წმინდა მიწას და მთელ მსოფლიოს.
2. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის.
➡️ წმინდა სინოდმა დაადგინა:
მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას.
3. მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე – მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე.
➡️ წმინდა სინოდმა განაჩინა:
ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.
4. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა მღვდელმთავრებს, გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ.
წმინდა სინოდმა მოისმინა ნიქოზისა და ცხინვალის და მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) მიმოხილვა ცხინვალისა და ახალგორის დროებით ოკუპირებულ რაიონებში მონაზვნებისა და მღვდელმსახურების მდგომარეობისა და ეკლესია-მონასტრების თაობაზე.
უცხოეთში არსებულ საგანმანათლებლო პრაქტიკაზე ისაუბრა საქართველოს ეკლესიის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა დოსითემ (ბოგვერაძე).
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლებისადმი ზრუნვის საჭიროებაზე.
მარგვეთისა და უბის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა უბისის მონასტერში არსებულ სიტუაციაზე.
საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ისაუბრა მომლოცველთა ჯგუფების ეპარქიებში ხატებით მსვლელობის პრაქტიკაზე, რასაც საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და დღეისთვის უკვე გაცილებით ორგანიზებული და მასშტაბური სახე აქვს მიღებული. ითქვა ისიც, რომ ხატებით მოგზაურობა საქართველოს ეკლესიის უცხოეთის სამრევლოებშიც იგეგმება.
სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ხაზი გაუსვა იმ დადებით შედეგებს, რაც გამოიღო თრუსოს ხეობაში მონასტრების ამოქმედებამ; კერძოდ, ხელი შეეწყო მომლოცველთა და დამთვალიერებელთა მსვლელობებს და ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობას.
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღინიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა სხვა ეპარქიებშიც გვაქვს და ეს პროცესი უნდა წახალისდეს, რითაც გამოცოცხლდება მიტოვებული ხეობები და სოფლები.
5. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ მღვდელმთავრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდებში ღრმა აზროვნებისა და რელიგიური ცოდნის დონის ამაღლებას, ასევე დარგობრივ განათლებას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
ამასთან, მან მოიწონა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა საკითხზე მსჯელობისათვის მღვდელმთავრების პერიოდულად მოწვევის პრაქტიკა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მოკლე ანგარიშით მიმართა წმინდა სინოდის წევრებს.
მღვდელმთავრებმა ასევე დამატებით გამოთქვეს მოსაზრებები სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებზეც.
თეგები: ილია მეორე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved