• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, ხუთშაბათი, 8 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სინდი კროუფორდის ფეხები თუ არ გაქვთ, ნუ მოიქცევით ასე – ტაქსის მძღოლის წერილი

ალია ავტორი - ალია
21:36 04-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

“სასოწარკვეთილი მომხმარებლის” ჯგუფში, ტაქსის მძღოლის წერილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა, მინდა თავიდანვე გავუსვა ხაზი, რომ ეს სტატუსი არ ემსახურება ვინმეს დამუნათებას, უბრალოდ, მსურს მეორე მხრიდან დაინახოთ რეალობა, რასაც აწყდება ყოველდღიურად ტაქსის მძღოლი, ვწერ მხოლოდ კომპანია „ბოლტის“ გამოცდილებით. გარკვეული მიზეზის გამო მიწევს ანონიმურად წერა, ვინაიდან სახელმწიფო სამსახური კრძალავს ამ კონკრეტულ დამატებით საქმიანობას.

1. როდესაც იძახებთ ტაქსს, აპლიკაცია უკვე აღიქვამს იმ ადგილს, სადაც იმყოფებით, საჭიროა მიუთითოთ მხოლოდ მისამართი, სადაც გსურთ გადაადგილება, ნუ დაიზარებთ მისამართის ზუსტად ჩაწერას, ეს თავიდან აგარიდებთ ზედმეტ კომუნიკაციას მძღოლთან.

2. როდესაც იძახებთ ტაქსს, ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისის მერია, გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, ჭავჭავაძის გუდვილი, გნებავთ აგროჰაბი, პიკის საათებში აბაშიძე/ფალიაშვილი, ლოლიტა,სტამბა, ასეთ დროს თქვენი მოვალეობაა დახვდეთ ავტომობილს, „მე ფულს ვიხდი და მომემსახურეთ“ ამ შემთხვევაში გაუმართლებელია, თქვენი „ლიფტს ველოდები, 2 წუთში ჩამოვალ, მიაჩერე სადმეებით“ მძღოლს აგდებთ ჯარიმის რისკის ქვეშ, „მოძრაობის შეფერხებაზე“ თავისუფლად შეუძლია პატრულს დაუწეროს 200 ლარიანი ჯარიმა.

3. ასევე ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც უმეტესობა მგზავრებისა აიგნორებს, არის მოძრობის მხარეს მანქანიდან გადასვლა. უამრავი მაგალითია, როდესაც დაუდევრად აღებენ კარებს, გარდა იმისა რომ ეს დასჯადიცაა, ელემენტარული უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფაა, კარგი იქნება, თუ არ დაიზარებთ და გადაბრძანდებით მარჯვენა მხრიდან.

4. როდესაც მგზავრობთ მცირეწლოვანი ბავშვებით, სამწუხაროა, რომ მიწევს ამის ხაზგასმა, მაგრამ ქუჩაში ნასიარულები ფეხსაცმლით ნუ დასვამთ უშუალოდ სავარძელზე, ასევე, თუ ხედავთ, რომ ბავშვი ფეხით ედება საზურგეს, კარებს, შიდა პლასტმასს, ბარს უკანა მხრიდან, ესენი ისვრება და აუცილებელია მიიღოთ ზომები, მძღოლის შენიშვნაზე, გთხოვთ ნუ გადმოკარკლავთ თვალებს, ნუ იგრძნობთ შეურაცხყოფილად თავს, ნუ დაიდებთ გულმკერდზე მარცხენა ხელს გაშლილ მდგომარეობაში დემაგოგიური ტექსტებით.

5. ეს არის ერთ-ერთი ნერვების მომშლელი ქცევა მგზავრების, რომლებიც ყველა მძღოლს აღიზიანებს, განსაკუთრებით მანდილოსნების მხრიდან, ჩაჯდომისას ფეხის ფეხზე გადადება, რა დროსაც უშუალოდ გადადებული ფეხი განზრახ თუ უნებლიედ ედება/ადებთ იგივე კარებს, საზურგეს და ა.შ. ისვრება, სინდი კროუფორდის ფეხები თუ არ აქვს ადამიანს, გთხოვთ, ნუ მოიქცევით ასე.

6. ძალიან ბევრ მძღოლს უდევს სასუსნავები, წყალი, ერთჯერადი ჰიგიენის ნივთები, პანდემიისას ბევრმა ჩადო ანტისეპტიკური ხსნარი, ეს არ არის კომპანიის ხარჯი, ესაა მძღოლების კეთილი ნება, სერვისის გაუმჯობესებისკენ მიმართული, ამიტომ ნუ აიღებთ მთლიანად, საღეჭი რეზინი როცა გხვდებათ სავსე ბალიშებით, ეს თქვენი არ არის მთლიანად, უელემენტარულესია.

7. რაც შეეხება მოწევას, კომპანიის წესებით მოწევა არის აკრძალული მგზავრისთვის და მძღოლისთვისაც, ასევე „აიქოსსზეც“. „მომაწევინე ძმურად, ყველა მაწევინებს, კაი რა უჭირს“ ნუ შეაწუხებთ ასეთი თხოვნებით მძღოლს, ვინიდან, თქვენ როგორც მწეველი, ვერ გრძნობთ არომატს, რომელსაც ტოვებთ ავტომობილში, შემდეგი მგზავრი, „გენრიეტა დეიდა“ იგრძნობს სუნს, მიწერს კომპანიას, დიდი ალბათობით მინიმუმ 1-2 დღე მძღოლს დაბლოკავენ.

8. ასევე სერიოზული პრობლემაა გაუქმება, როდესაც მძღოლი ავა ლისზე, მთაწმინდის პარკში ან არ აქვს მნიშვნელობა, უკიდურესად გამაღიზიანებელია შუა გზაში გაუქმება, აღარაფერს ვამბობ საწვავზე, დროზე, ენერგიაზე.

9. როდესაც გექნებათ შემთხვევა, რომ მძღოლი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ისე, როგორ სტანრდარტსაც მიგაჩვიათ სერვისმა, სასურველია მისცეთ ერთი შანსი და იქნებ მშვიდი ახსნით დაარეგულიროთ სიტუაცია, ამას იმიტომ ვწერ, რომ ცოტა მეტი ემპათია გამოვიჩინოთ, დღევანდელ საქართველოში არცთუ კარგი იდეაა სამსახურის დაკარგვა, ამიტომ ერთი ხელის მოსმით ნუ მიწერთ კომპანიას თქვენი უკმაყოფილების გამო. ბუნებრივია არ ვგულისხმობ ისეთ გარემოებებს, როდესაც მძღოლი არღვევს უხეშად ბოლტის დაუწერელ კანონებს.

10. ასევე მინდა მივიქციო თქვენი ყურადღება ძირითადად მგზავრების ისეთ კატეგორიაზე, რომლებსაც ელემენტარული კომუნიკაციაც კი აღიზიანებთ, ეს იქნება ძირითადად მისამართის დაზუსტება, ასევე არის თუ არა საბოლოო ადგილმდებარეობა, ასევე თუ როგორი გზით გსურთ წასვლა, ამას იმიტომ არ გეკითხებათ მძღოლი, რომ გზა არ იცის, არამედ იმიტომ რომ, თქვენ არ ჩათვალოთ, რომ მან გზა დაგიგრძელათ, მოკლედ, რომ არ დარჩეთ მარშრუტით უკმაყოფილო, ნუ ჩათვლით მძღოლს ამის გამო ფლირტის ინიციატორად, ან უბრალოდ აბეზარ ტიპად.

11. მგზავრობის ტარიფით გამოწვეულ უკმაყოფილებას ნუ გამოხატავთ შეკვეთის დასრულებისას შეფასების სისტემაში, არანაირი კავშირი მძღოლს ტარიფის დადგენაში არ აქვს. ასევე, ეკონომიის მიზნით, როდესაც გზავნით რაიმე ნივთს, ნუ გამოიძახებთ ეკონომ კატეგორიას, გამოიძახეთ „დელივერი“, ასევე ცხოველით გადაადგილებისას მიუთითეთ შესაბამისი – „პეტ“ კატეგორია, „ლეკვია და რა უჭირს“ ტექსტების გარეშე. საკმაოდ რთული, სტრესული სამუშაოა დღეს იყო ტაქსის მძღოლი თბილისში, ამიტომ კარგი იქნება, თუ მგზავრებიც გავუწევთ მძღოლებს, ანუ ერთმანეთს ანგარიშს.

ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პუნქტების გათვალისწინება თქვენს მგზავრობას უფრო სასიამოვნოს გახდის, როგორც მგზავრის, ისე მძღოლის მხრიდან.”

თეგები: ტაქსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ახალი ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

14:37 01-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved