• რეკლამა
  • კონტაქტი
23:35, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინამდვილეში ვაშინგტომა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ომი არ მომხდარიყო” – აკა ზარქუა

ალია ავტორი - ალია
16:15 08-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
602
ჟურნალისტი, აკა ზარქუა:
“Washington Post-მა დაიწყო სტატიების ციკლი რუსეთის ომზე უკრაინაში. ციკლის პირველი სტატია ეხება ომამდე პერიოდს და იმას, თუ როგორ ცდილობდნენ ამერიკელები ევროპელი პარტნიორების და კიევის დარწმუნებას პუტინის გეგმების სერიოზულობაში. სტატია ფეივოლზეა, თუმცა არის უფასო ვერსიაც, რომელსაც კომენტარებში დავლინკავ.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სტატია მოცულობითია და აუჩქარებელი კითხვისთვისაა გათვალისწინებული. სტატიის ავტორებმა ჩაწერეს ათეულობით ინტერვიუ მოვლენების უშუალო მონაწილეებთან და გადაწყვეტილების მიმღებ, ამერიკელ, უკრაინელ და ევროპელ პოლიტიკოსებთან.
მათ შორის მოყვანილია ენტონი ბლინკენის, ჯეიკ სალივანის, ბილ ბარნსის, მარკ მილის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ანდრეი ერმაკის, ბენ უოლესის, ემანუელ მაკრონის მრჩეველის კომენტარები. ამ თვალსაზრისით სტატია მართლაც ძალიან ინფორმაციულია და მოყვანილი წყაროების სანდოობა არავითარ ეჭვს არ იწვევს.
სტატიის ძირითადი თემიდან და წყაროებიდან გამომდინარე მოულოდნელი არ არის, რომ მოვლენები ამერიკული პერსპექტივიდანაა წარმოდგენილი და არის ე.წ. “მომრგვალებული კუთხეები”. სტატიაში მოყვანილი ამბების ნაწილი არც თუ კარგად მეტყველებს ზოგიერთი სახელმწიფოს და ცალცკეული პოლიტიკოსების კომპეტენტურობაზე. მათ შორის ეჭვი მაქვს, რომ სტატია სასიამოვნო წასაკითხი არ იყო კიევში.
სტატიაში განსაკუთრებით კარგად არის აღწერილი ომამდელი დიპლომატიური სამზარეულო.
ჯერ კიდევ ტრანზიციის პერიოდში მეტნაკლებად გამოიკვეთა ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმები რუსეთთან დაკავშირებით. თეთრ სახლში იაზრებდნენ რომ რუსეთთან ურთიერთობები დაძაბული იქნებოდა, მაგრამ მათ ამ ურთიერთობების სტაბილიზაცია და მეტი პროგნოზირებადობის შემოტანა სურდათ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაიდენს ქვეყნის შიდა პრობლემებსა და ჩინეთთან გრძელვადიან დაპირისპირებაზე კონცენტრირება სურდა. ამ ხედვას სრულად იზიარებდა ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ორი მთავარი ფიგურა: ენტონი ბლინკენი და ჯეიკ სალივანი.
მეტიც ამ მიმართულებით ახალმა ადმინისტრაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადადგა. მათ შორის ავადსახსენებელი Nord Stream 2-ისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება. კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა ბაიდენის და პუტინის შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის ივნისში. მაშინ ბაიდენის გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის დემოკრატიულ პარტიაშიც.
კრიტიკა ისმოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტებისგანაც, მიუხედავად ამისა 2021 წლის ოქტომბრამდე ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია იყო შემდეგი – “კრიზისის გაღრმავება რუსეთთან ურთიერთობებში არ შედის შტატების ეროვნულ ინტერესებში”.
დღეს ვაშინგტონში ბევრს არ საუბრობენ ე.წ. ჟენევის სულისკვეთებაზე, თუმცა მაშინაც და დღესაც ბევრი ექსპერტი ამას ადმინისტრაციის არაშორსმჭვრეტელობად და Wishful Thinking-ად მიიჩნევდა. ამ კუთხით შესაძლოა თხრობა ოდნავ “რეტუშირებულად” მოგვეჩვენოს.
რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტატია კარგად აღწერს რუსეთის მხრიდან ომის მზადების და ამ ამბის გადააზრებს პროცესს სხვადასხვა დედაქალაქში. ასევე ეს არის სტატია, რომელშიც პირველად არის მოთხრობილი იმ ინფორმაციულ სტრატეგიაზე, რომელიც ვაშინგტონმა აირჩია და რომლის მთავარი მიზანიც იყო წაერთვა ნარატივის შექმნის უპირატესობა ვლადიმირ პუტინისთვის.
ჩემი აზრით, კრიზისში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი სწორედ ინოვაციური საინფორმაციო პოლიტიკა გახდა – პირველად ისტორიაში, აშშ-ს დაზვერვამ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა უმკაცრესი საიდუმლოებების შემცველი სადაზვერვო ინფორმაცია.
კრიზისის დაწყებიდანვე ამ გადაწყვეტილებამ დასავლეთს და უკრაინას სტრატეგიული უპირატესობა მისცა და კრემლს წაართვა აღქმით მანიპულირების საშუალება, რაც კრემლს ასე კარგად გამოუვიდა 2008 წლის აგვისტოში და 2014 წლის უკრაინაში.
ამან გააშიშვლა პუტინის გეგმები და მას მოქმედების თავისუფლება შეუზღუდა, მათ შორის, უპირველესად სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია უკრაინის მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მაჩვენებლები დასავლურ სახელმწიფოებში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დასავლეთის განგრძობადი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის.
სტატია კარგად აჩვენებს იმ რთულ გზას, რისი გავლაც ამერიკელებს მოუწიათ – ინფორმაციის და წყაროების სენსიტიურობიდან გამომდინარე მათ სრულად ამ ინფორმაციის გაზიარება მოკავშირეებისთვისაც არ შეეძლოთ, მათ შორის არც კიევისთვის. ამ ფონზე ამერიკელებს უნდა დაერწმუნებინათ ევროპელი პარტნიორები და პირველ რიგში კიევი, რომ ომის საშიშროება მართლაც ძალიან მაღალი იყო.
ამოცანას კიდევ უფრო ართულებდა, წარსული გამოცდილებაც – კერძოდ ქაბული რამდენიმე თვის დაცემული იყო და ყველას კარგად ასხოვდა ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის ხარისხი. შეგახსნებეთ, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში ამერიკული დაზვერვა ვარაუდობდა, რომ ქაბული და ცენტრალური მთავრობა 6 თვეს გაძლებდა. რომ არაფერი ვთქვათ უფრო ძველ შემთხვევებზე, როდესაც ამერიკული სადაზვერვო ცნობების მიუხედავად ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი არ აღმოჩნდა.
პარალელურად ვაშინგტონი ფოკუსირებული იყო რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის რისკის შემცირებაზე და თან უკრაინის ისეთი სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, რომელიც კონფლიქტი პროვოცირებად არ იქნებოდა აღქმული.
სტატია კარგად აღწერს ამ ფონზე წარმოქმნილ წინააღმდეგობებს კიევსა და ვაშინგტონს შორის, ამ უთანხმოებამ ომის დაწყებამდე საჯაროდაც გამოჟონა. უკრაინელებს, რომლებიც არ ფლობდნენ მთელ სურათს ბოლომდე არ სჯეროდათ მასშტაბური ომის გარდაუვალობის და საზოგადოებაში პანიკის თავიდან არიდების მიზნით ამ თემაზე საუბარს თავს არიდებდნენ.
ბოლოს რაც ყველაზე მეტად დამაკლდა ეს იყო საუბარი დასავლური უწყებების არასწორ წარმოდგენებზე რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სტატიიდან კარგად ჩანს, რომ ამერიკაში და ევროპაშიც სჯეროდათ, რომ რუსეთი კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა და უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობას მალევე გადატეხავდა. ამ ვარაუდს დასავლელი პოლიტიკოსები ომის დაწყებამდე ღიადაც გამოთქვამდნენ.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში სწორად ესმოდათ, რომ უკრაინაში ფართო შეიარაღებულ წინააღმდეგობას სერიოზული პერსპექტივები ჰქონდა. თუმცა, სტატიიდან არ ჩანს სად დაუშვა შეცდომა დასავლეთმა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეფასებისას და რა იდგა ამ ვარაუდის უკან. იმედია ციკლის მომდევნო სტატიები ამ თემას უფრო დეტალურად გაშლის.
P. S. ბოლოს სტატია აცამტვრებს ბოლო პერიოდში გავრცელებულ შეხედულებას, რომ ეს იყო “ამერიკელების მიერ პუტინისთვის დაგებული ხაფანგი”. სინამდვილეში დასავლეთმა და პირველ რიგში ვაშინგტომა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ომი არ მომხდარიყო.
ამ კუთხით სტატია სრულად აცამტვერებს საქართველოს მთავრობის უნიჭო პროპაგანდას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.
თეგები: ვლადიმერ პუტინირუსეთ-უკრაინის ომიჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved