• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინამდვილეში საქმე შემდეგშია…” – რას წერს ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:19 09-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,668

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“სულ რამდენიმე კვირაში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს პრეზიდენტს აქვს განზრახვა, რომ მოიაროს ევროპული დედაქალაქები. ქ-ნმა სალომემ ბევრისგან განსხვავებით ზუსტად იცის – მხოლოდ ბრიუსელზე არ არის დამოკიდებული კანდიდატის სტატუსის ბედი. საერთო საქმეს დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ვარშავამ, პრაღამ, კოპენჰაგენმა. საბოლოო მიზნის მიღწევაზე შეიძლება უმცირესი, მაგრამ საგულისხმო გავლენა ჰქონდეს სოფიას.

საქართველოს მთავრობა უარს ეუბნება პრეზიდენტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობაზე.

რატომ? რატომ არ უნდა უნდოდეს საქართველოს მთავრობას სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე რამდენიმე კვირით ადრე პრეზიდენტმა ჩვენი ევროპული არჩევანი დაიცვას დასავლურ დედაქალაქებში?

“ქართული ოცნება” ვალდებულია დაწვრილებით, ამომწურავად უპასუხოს აღნიშნულ კითხვას… აქამდე, მათგან დამაჯერებელი პასუხი არ მოგვისმენია.

ამბობენ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდისო… ვთქვათ, მართლები არიან, მაგრამ რატომ მივიდა აქამდე საქმე? მიეცათ გამგზავრების უფლება და ეს არგუმენტიც არ იარსებებდა. მეორეც, შეიძლება კონსტიტუციის მიხედვით საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს, მაგრამ იმავე ძირითად კანონში არსებობს ჩანაწერი ევროპასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მთავრობისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარებას კი არ ცდილობს, არამედ იცავს საკონსტიტუციო ჩანაწერს ევროპული ინტეგრაციის თაობაზე.

მეორე არგუმენტი აქვთ, მარტო ევროკავშირში არ მიდიოდა ბერნი, თელ-ავივი და კიევიც უნდა მოენახულებინაო. მერე ბატონო ამ ქალაქებში გამგზავრებაზე გეთქვათ უარი და არა ყველა ვიზიტზე. რა ლოგიკაა ამ მოსაზრებაში?

სინამდვილეში საქმე, ალბათ, შემდეგშია:

1. სალომე ზურაბიშვილის საქმიანიბა ხელს უშლის დასავლეთთან ხიდების დაწვისა და დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციის პოლიტიკას.

2. სალომე ზურაბიშვილი უნდა დაისაჯოს აბსურდული ბრალდებით დაკავებული ნაძირალა არაკაცის შეწყალების გამო.

3. სალომე ზურაბიშვილს იოტისოდენადაც არ უნდა “დაბრალდეს” სტატუსის მოპოვება (თუ ეს შევძელით).

4. ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აბსოლუტურ მორჩილებას არ უცხადებს “ქართულ ოცნებას” და დემაგოგი მდინარაძესავით ყველაფერს არ მოაწერს ხელს, უნდა განადგურდეს, განეიტრალდეს და საჯარო შეურაცხყოფის ობიექტი გახდეს.

წარმატებებს ვუსურვებ მადამ პრეზიდენტს ჩემს საყვარელ და მონატრებულ ბერლინში ! აბა, თქვენ იცით! ეჭვი არ მეპარება, რომ არასდროს არცერთ ნაბიჯს არ გადადგამთ ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების საწინააღმდეგოდ.

საქართველოში ჯერ კიდევ დავრჩით ადამიანები, რომლებიც დასანახად ვერ ვიტანთ მიშისტებსა და პოსტ-მიშისტებს; რომლებმაც შესანიშნავად ვიცით თანამედროვე დასავლეთის ყველა მანკიერებისა და უსამართლო მოქმედების შესახებ. პარალელურად კი მტკიცედ გვწამს – საქართველოს მომავალი რუსეთისა და ჩინეთის ორბიტაზე აღმოჩენას არ უნდა უკავშირდებოდეს.

P.S. ცხადია, ამ კონფლიქტში შეიძლება თავისი წვლილი შეაქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კომუნიკაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ მათ შესახებ მყარი ცნობები არ მოგვეპოვება. თან ხიდების დაწვის შემდეგ პატარა საფეხმავლო გადასასვლელების აღდგენის მცდელობასთან შედარებით საკომუნიკაციო პრობლემები მეორეხარისხოვანია.”

 

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved