• რეკლამა
  • კონტაქტი
01:08, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინამდვილეში ეს ხდება” – ჩერგოლეიშვილი ახალაიას დაკავებაზე

ალია ავტორი - ალია
22:53 12-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

სინამდვილეში ეს ხდება:
რეჟიმის ნაბიჯებით გამოწვეული უკმაყოფილება სცდება რეჟიმის მოწინააღმდეგეთა რიგებს და რეჟიმის მომხრეებში აღწევს, რომლებიც ხედავენ, რომ
– ივანიშვილმა თავისი ყურმოჭრილი მონები “საზარბაზნე ხორცად” აქცია სანქციების პირისპირ;
– ივანიშვილის შერჩეული უმაღლესი თანამდებობის პირები კორუმპირებულები “აღმოჩნდნენ”;
– რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის, ვისაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება პრობლემებს შეუქმნის;
– რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის, ვინც ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად ვაჭრობს და არევა არ აწყობს;
– რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის, ვისაც ქიმიური მოწამვლა ქრონიკული დაავადებებისთვის სწირავს;
– რეჟიმის მომხრეებიც არიან იმ პაციენტებს შორის, ვისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაც დაუცველი ხდება;
– რეჟიმის მომხრეებიც ყვებიან დამამცირებელ რეიდებში, იმისთვის, რომ რეჟიმმა ნარკომანიასთან ბრძოლის იმიტაცია შექმნას;
– რეჟიმის მომხრეებიც არიან იმ სტუდენტების მშობლებს შორის, რომლებიც მაღალ ქულებს კი იღებენ ეროვნულ გამოცდებში, მაგრამ სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ და მნიშვნელოვან შეღავათს დაკარგავენ.
– რეჟიმის მომხრეებიც არიან მათ შორის ვისაც გაზრდილი ფასები ძირს უთხრის.
ესეც კანონზომიერი და სისტემურია – ატოკრატიულ სისტემაში სიმშვიდის და უსაფრთხოების გარანტია არავის აქვს – არც ბიზნესმენს და არც საჯარო მოხელეს. სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, იქ ყველას ბედი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული. დღევანდელი პრივილეგირებული პირი ხვალ შეიძლება რეპრესიების მსხვერპლი გახდეს.
რადგან სისტემა უკვე თავის მომხრეებსაც ვეღარ იცავს, სტატუს-კვო ლოიალისტების თვალშიც ირყევა რწმენა, რომ მმართველი ძალა ოპტიმალური და მისაღები არჩევანია, რაც მათ შემდეგი სტიქიური პროტესტის პოტენციურ მონაწილეებად აქცევს.
ამისთვის უნდა გააქტიურო ბაჩო ახალაიას თაროზე შემოდებული თემა, რომ შერყეული სტატუს კვო ლოიალისტები გამოაფხიზლო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved