ნიკა გვარამია არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად, ეს პარტიები სუბიექტურად არიან დაინტერესებული, რომ გვარამია პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სინამდვილეში ყველამ იცის, რაშიც იყო საქმე. კერძოდ, ეს ადამიანი ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 7 მილიონის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია“
კომენტარები