• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, შაბათი, 25 მარტი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიმსივნე დიაგნოზი არ არის! მე ვარ ამის ნათელი მაგალითი” – რა ჰყვება პაციენტი, რომელმაც დაამარცხა სიმსივნე

ალია ავტორი - ალია
21:28 03-01-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,851

“ალიას” ესაუბრება 38 წლის ნათია ლიპარტელიანი:

დაახლოებით 2 წლის წინ ფეხმა შემაწუხა. ჯერ ერთმა, მერე – მეორემ. მივედი ერთ-ერთ კლინიკაში და გამომიწერეს ანტიბიოტიკების კურსი. 17 დღე ვსვი ანტიბიოტიკები. შედეგი არ მქონდა და თურმე, თრომბოემბოლიაა… როგორც იქნა, მოვახერხე კარგი ანგიოლოგის პოვნა.ის მყისიერად მიხვდა, რა პრობლემაც მქონდა.ადგილობრივად მიმკურნალა ყველა წარმოქმნილ თრომბზე.ყველა ანალიზი წესრიგში მქონდა და თრომბის გამომწვევი მიზეზი არ ვიცოდი.

ანგიოლოგის რჩევით, გადავწყიტე მიზეზის გამოკვლევა. რამდენიმე ადამიანმა „ნიუ-ჰოსპიტალსში“ მირჩია მისვლა და სიკვდილამდე მადლიერი ვიქნები მათი ამის გამო. „ნიუ-ჰოსპიტალსში“ რომ მივედი, თრომბოემბოლია ისევ გრძელდებოდა. შესაბამისად, მკურნალობა და კვლევა ერთდროულად ტარდებოდა. დადგინდა, რომ მქონდა სიმსივნე და ეს მაშინ განაჩენივით ჟღერდა. მართალია, დასაწყისი სტადია იყო, მაგრამ ძალიან აგრესიული ფორმა. იმდენად აგრესიული, მოგვიანებითრომ გავიკითხე, ამ დიაგნოზით პაციენტებს სიცოცხლის 3 თვეს პროგნოზირებენ. მაშინ გავიცანი ჩემი გადამრჩენლი ექიმი, არჩილ შარაშენიძე.

აქვე ვიტყვი, რომ ურთულესი ოპერაცია მჭირდებოდა და საქართველოში ამ ოპერაციას ხელს არავინ მოკიდებდა. თურქეთში მომიწევდა წასვლა. თუმცა, დროც ძალიან მცირე მქონდა, სასწრაფოდ ვიყავი საოპერაციო და თან თრომბოემბოლიის გამო, მუდმივი მკურნალობა მჭირდებოდა. ოპერაციის წინა დღეს ფილტვი დაითრომბა – სიმწრით მიმიყვანა „ნიუ-ჰოსპიტალსის“ არაჩვეულებრივმა გუნდმა ოპერაციამდე. მუდმივი მკურნალობით, კვლევებით, არაფერი არ გამოეპარათ – მათი პროფესიონალიზმის და ყურადღების წყალობით მოვარხერხე ოპერაციამდე მიღწევა, პირველ რიგში.

როცა 36 წლის ადამიანს ასეთი დიაგნოზი გესმის და თან იცი, რომ საქართველოში თითქმის არც ერთი ექიმი ხელს არ მოგკიდებს, წარმოუდგენელია აღწერო, რას ფიქრობ და გრძნობ. აჩი ექიმმა მაშინ მითხრა, რომ ჩემთან ერთად იბრძოლებდა ჩემი სიცოცხლისთვის და მითხრა, რომ ამ ოპერაციას ის გააკეთებს! მართლაც, გააკეთა. 7 საათი გასტანა ოპერაციამ, ამომიღეს საშვილოსნო, 33 ლიმფური კვანძი, საკვერცხეები.

გავიდა 2 წელი და ჯერჯერობით, კარგად ვარ. ვაკონტროლებ 3 თვეში ერთხელ ანალიზებით და 6 თვეში ერთხელ სერიოზული გამოკვლევებით ორგანიზმს. არსად აღარაა იმ ბოროტი დაავადების კვალიც, საბედნიერო. მხოლოდ სხივები დამჭირდა ოპერაციის შემდგომ. ეს ცალკე სასწაულია, რომ ქიმიოთერაპია არ დამჭირდა. იმდენად კარგად იყო ოპერაცია გაკეთებული, რომ ქიმიოთერაპიაც არ დამჭირდა, წარმოგიდგენიათ?

არაერთი დღე ვიწექი „ნიუ-ჰოსპიტალსში“. ვერ გადმოვცემ სიტყვებით მადლიერებას. ყველასთან დავმეგობრდი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უამრავი მეგობარი შევიძინე. აჩი ექიმი ხომ ჩემი აღმოჩენაა. თვალდახუჭული ვენდე. სხვათა შორის, იმდენად მტკიცედ ჟღერდა მისი სიტყვები, რომ იბრძოლებს ჩემს გადასარჩენად და ის გააკეთებს ამ ოპერაციას, რომ მყისიერად ვენდე და ეს ცხოვრებაში ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველას, ვისაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, ვეტყვი, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი! იბრძოლეთ თქვენი სიცოცხლისთვის და იპოვეთ ექიმი, რომელიც თქვენ გვერდით, თქვენთან ერთად იბრძოლებს თქვენს გადასარჩენად. მაშინაც კი იბრძოლებს, როცა თქვენ იმედი გადაგეწურებათ და ხელებს ჩამოყრით. რადგან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – მე ვარ ამის ნათელი მაგალითი.

თეგები: არჩილ შარაშენიძენიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

„ეს იყო რუსეთის გეგმა – მინიმუმი“ – რა შედარებებს აკეთებს ვახტანგ მაისაია

20:36 03-24-2023
ეკლესია უკანასკნელი ციხესიმაგრეა, რომელიც ვერ აიღეს – მათი მიზანი ეკლესიის დაკნინება, გამარგინალება და საბოლოოდ მისი განადგურებაა! – ზვიად ტომარაძე
ახალი ამბები

„უიარაღო, ჯარის გარეშე ნეიტრალიტეტის გამოცხადება, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, შეუძლებელია… ჩვენ რეგიონში ჯარის არ ყოლა, სრული კატასტროფაა“ – ზვიად ტომარაძე

19:45 03-23-2023
როდიდან გახდება მანქანის დაზღვევა სავალდებულო და რამდენით მოიმატებს ტექდათვალიერების ფასი?!
ახალი ამბები

ფიზიკური პირი პირველივე ჯერზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული – 200 ლარით – რა კანონი მზადდება მძღოლებისთვის?!

18:41 03-22-2023
ახლა ამერიკიდან იქნება სერიოზული ფინანსური და სხვა სახის დახმარებები… თუ ივანიშვილი რუსეთის დავალებებს ასრულებდა, სანქციებს დაუწესებენ – სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

„იმის თქმა, რომ რუსეთს უახლოეს მომავალში ფული გამოელევა, რუსეთი დაიმშევა, არასერიოზულია“ – სოსო ცინცაძე

16:42 03-22-2023

ბიზნესი

ბიზნესი

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე 3 მზის ელექტროსადგური გამართა

15:43 03-24-2023
PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება
ახალი ამბები

PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმიანება

20:08 03-23-2023
„მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემდეგი გაჩერება – დათო გორგილაძის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
ბიზნესი

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ შემდეგი გაჩერება – დათო გორგილაძის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

13:24 03-23-2023
#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
ბიზნესი

#ერთადმოვდივართ – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა

14:51 03-22-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved