• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სიმართლე ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ“ – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
15:26 11-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„სიმართლე ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ
წლებია სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ შექმნან სურათი, თითქოს საოკუპაციო საზღვრის გავლების პროცესთან ნაცმოძრაობის მმართველობას შეხება არ აქვს.
რეალობა შემდეგია.
პირველად საოკუპაციო საზღვრის გავლება რუსეთმა დაიწყო 2009 წელს.
უფრო აქტიური სამუშაოები დაიწყო 2011 წელს და მავნე ტერმინი “ბორდერიზაცია”, რომლის წინააღმდეგიც ვარ, დამკვიდრდა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდიდან, ანუ 2011 წლიდან და საოკუპაციო ხაზს მიღმა დამატებით 32 ქართული სოფელი აღმოჩნდა.
უთხარით იმ არითმეტიკის “პროფესორს” ეს 32 სოფელი გადაიყვანოს “კვადრატულ ტერიტორიებში”, როგორც თვითონ უწოდებს. ალბათ “ბევრი კვადრილიონი ტერიტორია” გამოუვა.
2011 წელს 1 კმ-მდე მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში გაავლეს.
იმავე წელს, გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზში, 3 კმ-დე სიგრძის მავთულხლართი გავლება მოხდა.
2012 წელს მავთულხლართების მოწყობა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევშიც დაიწყო და 2013 წლის ივნისში გაგრძელდა.
ვინმეს გახსოვთ რუსეთის მესაზღვრეებთან 2009, 2011 ან 2012 წლებში მივარდნილი ან სააკაშვილი, ან მისი აქტივისტები? არა. არადა, ვიმეორებ, დამატებით 32 სოფელი მოექცა საოკუპაციო ზოლის მიღმა.
სამაგიეროდ, როცა ხელისუფლება შეიცვალა და უკვე 2013 წელს რუსეთმა მავთულხლართების გავლება და ბანერების დაყენება განაახლა, სააკაშვილი სოფელ დვანში ჩავიდა და იქედან პოპულისტური განცხადებები გააკეთა, თითქოს მანამდე არაფერი მომხდარა. ესაა უტიფრობა.
ქვეყნისთვის განა აქვს მნიშვნელობა რომელ წელს დაიწყო ტერიტორიების ოკუპაცია და ბანერების აღმართვა?! მთელ ერს ერთნაირად უნდა გვაწუხებდეს.
მაგრამ როცა ამ თემით სპეკულირებენ, თითქოს ამ ე.წ. ბორდერიზაციასთან, ანუ საოკუპაციო საზღვრის გავლებასთან ნაცმოძრაობას შეხება არ აქვს, თითქოს ეს არაა მათი “მოღვაწეობის” შედეგი, ესაა მიუღებელი.
ამ თემის გამოყენება ვიწროპოლიტიკურ ინტერესებისთვის ამორალუროა.
დღეს ისე იქცევიან, თითქოს არსებობს ომის გარდა ამ პროცესის შეჩერების სხვა გზები და ხელისუფლება არ მიმართავს.
იქნებ საკუთარ თავს ჰკითხონ, ან ვინმემ შეეკითხოს ნაცმოძრაობის ლიდერებს, რატომ თავშივე არ აღკვეთეს 2009, 2011 ან 2012 წელს? აქვთ პასუხი?
დახვეული აქვთ ერთი ვიდეო, ანაკლიაში რომ მივარდა და ატრიალებენ ყველგან. რომ მივარდა, რა გააკეთა, ხალხის გატაცებები შეწყდა, თუ ოკუპაცია? 2009-12 წლებში დაყენებული ბანერები რატომ არ მოანგრია?
.რუსეთი დღემდე აგრძელებს მავთულხლართების გავლებას. ჯერ მთლიანი ადმინისტრაციული საზღვრის მეხუთედი ექნება მონიშნული. წლების მანძილზე ბევრჯერ დავწერე, რომ ამ საკითხს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე გავლენისთვის იყენებენ, თორემ აქამდე დაასრულებდნენ. ესმის ოპოზიციას? ესმის, რადგან, როგორც ჩანს, მათ ინტერესებშიც შედის, რათა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.
შემდეგ პოსტებში კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნებ 2008 წლიდან საოკუპაციო საზღვრებთან გატაცებული ჩვენი მოქალაქეების სიებს, გვარების, თარიღების მითითებით. იქნებ ოდესმე დაასრულონ ამ თემით სპეკულირება?!
➖➖➖
P.S. არანაირი “ბორდერიზაცია” და “მცოცავი (განგრძობადი) ოკუპაცია”, უნდა გამოვიყენოთ ფრაზები “საოკუპაციო საზღვარი (ზოლი)” და “საომუპაციო საზღვრის (ზოლის) გავლება”.
თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved