• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან

ალია ავტორი - ალია
18:34 09-08-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

სამშენებლო, სარემონტო თუ სამრეწველო სამუშაოების დიდი ნაწილი სიმაღლეზე სრულდება. ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან მოძველებული მეთოდებისან არასაიმედოდ აგებული ხის კონსტრუქციების გამოყენება საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე პროექტის ბიუჯეტსა და ვადებს. ნებისმიერი შეფერხება კი, საბოლოოდ, ფინანსურ ზარალს წარმოქმნის.

კიბე და ხის კონსტრუქცია უფრო სტაბილურმა მოწყობილობამ, მაკრატელა ამწემ ჩაანაცვლა. ის მობილური პლატფორმაა, რომელიც სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოებისთვისაა შექმნილი. მისი კონსტრუქცია სამი ძირითადი ნაწილისგან, მოძრავი ბაზის, მაკრატლისებრი ამწევი მექანიზმისა და სამუშაო პლატფორმისაგან შედგება. მექანიზმის მთავარი მიზანია, რომ სიმაღლეზე მუშაობა იყოს სწრაფი, მარტივი და, რაც მთავარია, უსაფრთხო.

ინტრალოგისტიკური კომპანია K2 საქართველოს ბაზარზე სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ფრანგული ბრენდის, Haulotte-ს, მაკრატელა ამწე კალათების შემომტანია. Haulotte საუკუნეზე მეტია ამ სფეროში მუშაობს და მისი სახელი ხარისხთან, ინოვაციასა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან ასოცირდება.

Haulotte-ს ამწე კალათები რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა:

● უსაფრთხოება: მყარი კონსტრუქცია და თანამედროვე დამცავი სისტემები სამუშაო პროცესში რისკებს მინიმუმამდე ამცირებს;
● ეკონომიურობა: საწვავის ან ელექტროენერგიის ეფექტური მოხმარება და იშვიათი ტექნიკური მომსახურების საჭიროება საოპერაციო დანახარჯებს ამცირებს;
● გარემოზე ზრუნვა: ელექტრო მოდელები მავნე გამონაბოლქვის გარეშე მუშაობს, ამის გამო ისინი დახურულ სივრცეებშიც გამოიყენება;
● მანევრირება: კომპაქტური დიზაინის წყალობით, ამწეები ადვილად გადაადგილდება და ეფექტურად მუშაობს შეზღუდული სივრცის მქონე ობიექტებზეც.
გაამარტივეთ სამუშაო პროცესი და მართეთ რისკები პროფესიონალურად

K2 მომხმარებლებს Haulotte-ს უმაღლესი ხარისხის ამწე კალათების დაქირავების სერვისს გთავაზობთ. ეს სერვისი იდეალურია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ტექნიკა კონკრეტული, მოკლევადიანი პროექტისთვის სჭირდებათ. მაგალითად, შენობის ფასადის ერთჯერადი რემონტის ან სარეკლამო ბანერის მონტაჟისთვის, ამწის ყიდვა დიდი დაგაუმართლებელი ხარჯია. დაქირავება კი საშუალებას იძლევა, სამუშაო შესრულდეს სწრაფად, უსაფრთხოდ და ზედმეტი ინვესტიციის გარეშე.

ამას გარდა, K2 მოიცავს ყველა იმ სერვისს, რომელიც საწყობში გაჩენილ პრობლემებსა და სივრცის ოპტიმიზაციას უკავშირდება. მაგალითად, სანამ საწყობი ტექნიკით აღიჭურვება, აუცილებელია სივრცის სწორად ათვისება. K2-ის გუნდი დეტალურად სწავლობს კომპანიის სპეციფიკას: რა ტიპის პროდუქცია ინახება, როგორია ტვირთბრუნვა და რა პროცესები მიმდინარეობს საწყობში. ამ ანალიზის საფუძველზე იქმნება საწყობის გეგმა — სად და როგორ განლაგდეს სტელაჟების სისტემები, რათა პროდუქციის მიღება, დასაწყობება და გაცემა მინიმალურ დროში და მაქსიმალური სიზუსტით მოხდეს.

როდესაც საწყობის გეგმა მზად არის, შემდეგი ეტაპი შესაბამისი ტექნიკის შერჩევაა. ამწე კალათების გარდა, K2 გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სასაწყობე ტექნიკას, მაგალითად, ჩანგლიან დამტვირთველებს, მოსარეცხ და შესაფუთ აპარატებს, საპალეტე თაროებსა და ა.შ.

ტექნიკის შეძენით ან დაქირავებით პროცესი არსრულდება. ნებისმიერ მექანიზმს სჭირდება პერიოდული შემოწმება და გამართული მუშაობა. სწორედ ამიტომ, K2-ის სერვისების ნაწილია ტექნიკური მომსახურება, რაც ტექნიკის გამართულობასა და უსაფრთხო მუშაობას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 07 22 22 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://k2.ge/.

 

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved