• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სილქნეტი” მომხმარებლებს ატყუებს? – “ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას  ვერ დანერგავს” – ComCom

ალია ავტორი - ალია
22:12 12-15-2023
- ახალი ამბები, კონტროლი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,245

გუშინ, კომპანია “სილქნეტმა” გამოაქვეყნა, რომ მომხმარებლებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე,  სთავაზობს 5G ტექნოლოგიას. 14 დეკემბრიდან, თბილისის ცენტრალურ უბნებში.

დღეს კი ინფორმაცია გაავრცელა კომუნიკაციების სააგენტომ, რომელიც აცხადებს, რომ კომპანია სილქნეტი ეფექტიან და და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას  ვერ დანერგავს და ეს ე.წ. მომსახურება, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ.

კომუნიკაციების სააგენტო:

კომპანია „სილქნეტი“ ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას  ვერ დანერგავს. კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებული სერვისი, რომელიც მათივე განცხადებით მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანს მოიცავს, „სილქნეტისთვის“  წლების წინ მინიჭებული ლიცენზიების ფარგლებში არსებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით ამოქმედდა. 5G ინტერნეტის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა კომპანია „სილქნეტს“ არ მიუღია, აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო და აიღო ვალდებულება აუქციონის პირობების შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მეხუთე თაობის ტექნოლოგია დანერგოს.

„სილქნეტის“ მიერ შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის, შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც „სილქნეტს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორის სარგებლობაში აქამდე არსებული სიხშირული სპექტრის ძირითადი ნაწილი, წინა თაობის მობილური ტექნოლოგიებისთვისაც გამოიყენება. „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ.

კომუნიკაციების კომისია ყოველთვის მიესალმება და ხელს უწყობს სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში, შესაბამის პირობებს ქმნის. სწორედ ამიტომ, კომისიამ  არაერთხელ გამოთქვა წუხილი, იმასთან დაკავშირებით,  რომ კომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, „სელფი მობაილის“ გარდა სხვა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო 5G აუქციონში მონაწილეობა,  ვინაიდან, სწორედ ამ გზით, „სილქნეტს“  ექნებოდა რეალური შესაძლებლობა, დაენერგა ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ალია დაუკავშირდა კომპანია სილქნეტს, გვინდოდა დაგვეზუსტებინა, ცდილობს თუ არა კომპანია მომხმარებლების მოტყუებს და თუ ცდილობს, რატომ, კომპანია, პასუხის გაცემას დაგვპირდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, მათ ჩვენთვის პასუხი არ მოუწერიათ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გვიპასუხებს, მასალა განახლდება.

თეგები: კომუნიკაციების სააგენტოსილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved