• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
17:23 07-07-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
სილქნეტი
Facebook-ზე გაზიარება
113

სილქნეტის მიერ დაფუძნებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ აგრძელებს ვეტერანების და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას.

იანვრიდან დღემდე ფონდმა 60-მდე ბენეფიციარს გაუწია დახმარება. მათ შორის იყო გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ კლინიკებში, დაშავებული სამხედროების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება, პროფესიული გადამზადების კურსების ორგანიზება, ასევე ბენეფიციართა ოჯახის წევრთა საგანმანათლებლო თუ სხვა საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფა.

2026 წელს ფონდში შემოწირულობებმა  561 000 ლარი შეადგინა. აქედან ბოლო ექვს თვეში 280 000 ლარი მოხმარდა 58 ბენეფიციარს, რომელთა შორის 13 ვეტერანი და 45 სამხედრო მოსამსახურეა.

დახმარებები გაიცა შემდეგ კატეგორიებში:

  1. გადაუდებელი ოპერაციები                64 677  ლარი
  2. 50% თანადაფინანსება                       106 160  ლარი
  3. სამედიცინო მომსახურება                  36 030 ლარი
  4. მედიკამენტები                                       6 925 ლარი
  5. შვილების დახმარება                           31 314 ლარი
  6. მეუღლეების დახმარება                      21 677 ლარი
  7. პროფესიული გადამზადება              11 821 ლარი
  8. ადაპტაცია                                              987 ლარი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს სილქნეტის ინიციატივით დაარსდა. კომპანია ფონდის მთავარი დონორი გახდა, რითაც  მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებს. ფონდის შემომწირველები ასევე გახდნენ ფიზიკური პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი.

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი” იმ ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას იზიარებს, სადაც მებრძოლთა და ვეტერანთა მხარდაჭერის პრაქტიკა არსებობს. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალეა. მისი  ფინანსური და წლიური ანგარიშები ფონდის ვებ გვერდზეა განთავსებული.

დონაციის მსურველებისთვის შექმნილია საქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაც ნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების თანადგომა. ვეტერანებისა და სამხედროების მხარდასაჭერად ტრადიციულად იმართება საქველმოქმედო გარბენი, რომელიც საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

თეგები: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისილქნეტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved