• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სიკვდილი ციფრებში” – გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წელს – 2016 წელთან შედარებით სიკვდილობა შემცირდა, ბოლო სამ წელში კი – გაიზარდა – სტატისტიკა

ალია ავტორი - ალია
15:34 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

საქსტატმა მონაცემები ნაწილობრივ განაახლა და 2020 წლის მონაცემების ნაწილი გამოაქვეყნა, მათ შორის გარდაცვლილთა რიცხვი, რომელმაც უკვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა და კითხვები.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 50 537 ადამიანი.

2016 წელი – გარდაცვლილი – 50 771 ადამიანი

2017 წელი – გარდაცვლილი – 47 882 ადამიანი

2018 წელი – გარდაცვლილი – 46 524 ადამიანი

2019 წელი – გარდაცვლილი – 46 659 ადამიანი

როგორც ხედავთ, ამ მონაცემის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს გვაქვს – 50 771 ადამიანი.

იყო თუ არა 2016 წელს ქვეყანაში ეპიდემია ე.წ. ქათმის ან ღორის გრიპის გამო? – ეს ის კითხვაა, რომელსაც სოციალურ ქსელში უკვე აქტიურად სვამენ.

„ალია“ შეგახსენებთ, 2020 წლის 31 დეკემბრის ოფიციალური მონაცემით, კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილი იყო 2 505 ადამიანი.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ნაკლები იქნებოდა ავარიისას გარდაცვლილთა ოდენობა, ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე გარდაცვლილთა რიცხვი 46 500-დან 46 700-მდე მერყეობდა, 2020 წლისთვის – 50 537 გარდაცვალების შემთხვევა (კორონავირუსით გარდაცვლლი 2 505) იმის მანიშნებელია, რომ ზოგადად სიკვდილიანობა გაზრდილა ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე – 50 537-2 505 = 48 032

რატომ გაიზარდა გარდაცვლილა რიცხვი და რატომ მიუახლოვდა 2016 წლის მონაცემს, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს.

აქვე შეგახსენებთ წლებს, როდესაც გარდაცვლილთა რიცხვი 50 ათასს გადასცდა:

2006 – 50 014

2007 – 50 204

2008 – 50 490

2009 – 50 794

2010 – 51 066

სხვათა შორის, სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ სხვა ყველაფერი შემცირდა გასულ წელს –

მოსახლეობის რიცხოვნობა:

2018 წ. – 3 729, 6

2019 – 3 723,5

2020 – 3 716,9

ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა:

2018  – 51 138

2019 – 48 296

2020 – 46 520

ქორწინება:

2018 – 23 202

2019 – 23 285

2020 – 16 359

განქორწინება:

2018 – 10 288

2019 – 11 205

2020 – 7 643

ამ ეტაპზე არ დევს ინფორმაცია მიგრაციის შესახებ.

შეგახსენებთ, ინფორმაციას გარდაცვალებებისა და დაავადებების შესახებ, საქსტატს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აწვდის.

როგორ ეხმაურებიან სტატისტიკურ მონაცემს ადამიანები სოციალურ ქსელში:

მწერალი ალექსანდრე პაიკიძე:

“ყველაზე მკვლელი ვირუსის” , “კუბოები გინდათ?!” “ვერ გადავრჩებით” და ა.შ. შემქმნელებისგან, დადეს როგორც იქნა შარშანდელი სტატისტიკა.2016 წელი ისევ ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა!დანარჩენს თავად ხედავთ!ვინმე შლეგმა არ მითხრათ ოღონდ, ჯანდაცვამ მართა პროცესი და გადაგვარჩინესო! მორჩით ამ მასკარადს, საკმარისია!!!”

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:

“ა ბატონო, სტატისტიკა! სიკვდილი ციფრებში – შესაბამისად პანდემია არ არსებობს და Sეზღუდვები ხელოვნურია!#არაკომენდანტისსაათს“

თეგები: საქსტატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved