• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სია – რომელმა კომპანიებმა გაიტანეს ნავთობპროდუქტები ექსპორტზე იანვარში

ალია ავტორი - ალია
13:49 02-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საქართველოდან 2026 წლის იანვარში ექსპორტზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები 18-მა კომპანიამ გაიტანა.

ამის შესახებ საქსტატის მიერ BMG-სთვის მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა. კომპანიებს შორისაა „ბლექ სი პეტროლიუმიც“. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის გააქტიურება ყულევში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის “ბლექ სი პეტროლიუმის” საქმიანობის დაწყებას ემთხვევა.

ამასთან, როგორც საქსტატი განმარტავს, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც ქვეყანაში წარმოებული, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებული, იმ საქონლის ექსპორტს, რომელმაც განიცადა არსებითი სახეცვლილება ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მოხდა მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.

2026 წლის იანვარში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 მილიონ 180 ათასი დოლარი შეადგინა. რეექსპორტის ჩათვლით, ნავთობპროდუქტების ექსპორტი $58.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 401.5%-იანი ზრდაა. შესაბამისად, ამ პროდუქციის ექსპორტის დიდი წილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ადგილობრივი ექსპორტი 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გააქტიურდა. კერძოდ, იქამდე ყოველთვიური ექსპორტი 1.5-2 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, ნოემბერში კი ის ჯერ 30.1 მილიონ დოლარამდე (60.2 ათასი ტონა) გაიზარდა, დეკემბერში კი 31.9 მილიონი დოლარი (62 ათასი ტონა) გახდა.

2026 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს:

  • შპს აისი
  • შპს აიტექსი
  • შპს ბლექ სი პეტროლიუმ
  • შპს გეოიმპექს
  • შპს ზდ ნავთობის კომპანია
  • შპს ზობ ტრეიდი
  • შპს თეგეტა მოტორსი
  • შპს თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთ
  • შპს კავკაზუს პრემიუმ ლუბრიკანტს
  • შპს კავკასუს ავტომოტივი
  • შპს რეპსოლი
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შპს ტოიოტა კავკასია
  • შპს ტოიოტა ცენტრი თეგეტა
  • შპს ტრანსკავკასიური იმპექს კომპანია
  • შპს უჯ ლუბრიკანტს
  • შპს ჯის ოილ გრუპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved