• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შვილს გადაეფარა და ერთი ბავშვი ასე გადაარჩინა, მეორე შვილი კი…” – ავარიის უმძიმესი დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:53 09-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

კიდევ ერთი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსი როხვაძე და მისი 8 წლის შვილი. დაშავდნენ, ასევე, გარდაცვლილი სასულიერო პირის მეორე შვილი და ტრაილერის მძღოლი. ისინი ქუთაისში, კლინიკაში არიან გადაყვანილები. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილების ცხედრები უკვე ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარს ძალიან განიცდის მოძღვარი, დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე, რომელიც წლებია, იცნობს გარდაცვლილ სასულიერო პირს და მის ოჯახს:

„უმძიმესი ტრაგედიაა მომხდარი, ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირი და მისი 8 წლის შვილია გარდაცვლილი. დეკანოზი ალექსი როხვაძე ვანი-ბაღდათის ეპარქიაში მსახურობდა. საიდან მოდიოდა და რა იყო ამ ავარიის გამომწვევი მიზეზი, ჯერ არ ვიცი, უმძიმესი კადრები ვნახე ინტერნეტით, საიდანაც ჩანს, რომ ტრაილერი ერთ მხარეს არის გადაბრუნებული და მსუბუქი მანქანა – მეორე მხარეს. საჭესთან მამაო იჯდა, მანქანაში ესხდნენ შვილები. საშინელზე მეტი მდგომარეობაა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ განვიცდი.

სალონის წინა მხარეს, გვერდზე ეჯდა მეორე შვილი და ეტყობა, მამამ ავარიის საფრთხე რომ იგრძნო, მას გადაჰფარებია თავზე და გადაარჩინა. უკან რომელი ბავშვიც იჯდა, 8 წლის, გარდაცვლილია. ალექსი 5 შვილის მამა იყო, საუკეთესო ადამიანი, საუკეთესო მოძღვარი, დადებითი პიროვნება, ღვთის წინაშე ვამბობ ამ სიტყვებს, მართლაც საოცარი ადამიანი იყო. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენო, იტყვიან, მაგრამ 12 წელია, მას ვიცნობ და ერთი უარყოფითი არ შემიძლია ვთქვა. თბილი ურთიერთობა მქონდა და ძალიან განვიცდი. ტაძარში, ხარაჩოზე ვიდექი, ეს საშინელი ამბავი რომ გავიგე და კინაღამ ჩამოვვარდი, ისე განვიცადე.

ახლა პროზექტურაში არიან გადასვენებულები. მეორე ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც მამებისგან ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. მიზეზები არ ვიცით. საშინელი წვიმა იყოო. ბრალეულობა, ალბათ, გაირკვევა. განადგურებული ვარ”, – ამობობს დეკანოზი სტეფანე მაღლაკელიძე.

წყარო: კვირის პალიტრა

თეგები: ავტოავარიაახალი დეტალებიქუთაისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved