• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:37 10-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი:

სასწაული შვილების თაობა წამოვიდა, ჯერ შვილი ჩახუნაშვილი მოუწოდებდა თავის მამას, რომ იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო და კიდევ კარგი მამამ შვილს არ დაუჯერა, ახლა შვილი ბურჭულაძე მოუწოდებს მამა ბურჭულაძეს, იჯექი ციხეში, არ გამოხვიდეო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ბედნიერები არიან, რომ სახლში მარტო არიან მშობლის გარეშე. სასწაული შვილების თაობა ჰყავს ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს. ისე ჩანს, რომ მათი პირველადი ინტერესი ისაა, რომ თავისუფლება ჰქონდეთ აღკვეთილი საკუთარ მამებს. კარგია, რომ პირველ შემთხვევაში ჩახუნაშვილმა არ მოუსმინა და არ დაუჯერა საკუთარ შვილს, ითხოვა, აღიარა დანაშაული და გამოვიდა გარეთ. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მე ორგანიზატორების მიმართ ცალკე დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩაითრიეს ამ ძალადობაში.

რომ არა მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები, დღეს წამომჯდარები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები, იმით, რომ ფაქტობრივად სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ. იმ დაპირისპირებას, რომელიც წააქეზა მათ შორის ბრიუსელის განცხადებებმა და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძლებში წამოჭიმულები. ასე რომ, დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ მათ გამოუტანა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი – მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

13:23 10-07-2026
ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად BSTDB-ისგან €25 მილიონის დაფინანსება მიიღო

17:37 10-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved