• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვილები არ გყავთ? რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს” – ლეო ანთაძე

ალია ავტორი - ალია
21:07 12-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,273

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, ლეო ანთაძე სოციალურ ქსელში წერს:

რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკუ რეაქციას მიაღწევენ. რა თავგამოდებით, სადისტური ინსტიქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას. რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყურშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო.

შვილები არ გყავთ? გინდათ რომ თქვენმა შვილებმა ჯოჯოხეთში იცხოვრონ? რუსეთთან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთის ტოლფასია! ჩვენმა დიდმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა ბრძანა: ,, ვისაც რუსეთთან ყოფნა სურს, ის ან ბრიყვია ან ნაძირალა” დასკვნა თქვენთვის მომინდია.

გაიხსენეთ შოთა რუსთაველის სიტყვები ,, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა.” ოღონდ სახელის მოხვეჭა სამშობლოსადმი თავდადებით, სიკეთის თესვითა და ზრუნვით, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდეს. არიან ისეთი არაადამიანები, რომლებმაც ბოროტებით გაითქვეს სახელი. ისტორიას დარჩნენ როგორც ნაძირლები და არამზადები, როგორებიც იყვნენ ყორღანაშვილები, ორჯონიკიძეები, ილიას მკვლელები და სხვა.

მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას არტემიდეს ტაძარს ცეცხლი წაუკიდა და მთლიანად გადაწვა ჰეროსტრატემ იმ მიზნით, რომ მისი სახელი დარჩენილიყო ისტორიას და მიზანსაც მიაღწია. იგი ისტორიამ შეინახა როგორც სიბოროტის სიმბოლო. პუტინსაც , ბიძინასაც და მთელ მის ხროვასაც ჰეროსტრატებად მოიხსენიებს ისტორია.

P.S არ მეგონა თუ 92 წლის ასაკში მომიწევდა თავისუფლებისათვის ბრძოლა. შეუძლოდ ვარ და როგორც კი გამოვკეთდები აუცილებლად შევუერთდები ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდებს. ჩვენს მომავალ ევროპულ საქართველოს!, – წერს ანთაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved