შვეიცარიაში, შვიცის კანტონში რამდენიმე თვის განმავლობაში ადამიანებს ვადაგასულ ვაქცინებს უკეთებდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ექიმმა სიუზანა ნიემანმა Moderna-ს ვადაგასული ვაქცინა 100-ზე მეტ ადამიანს გაუკეთა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის დასრულებამდეც ნიემანს საექიმო საქმიანობა აეკრძალა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვადაგასული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა პრეპარატი შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს.
კომენტარები