• რეკლამა
  • კონტაქტი
00:28, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვედური მოდელი ჩვენთვის ნიშნავს 2 მილიონ ინფიცირებულს და 55,000 ლეტალურ გამოსავალს”

ალია ავტორი - ალია
13:41 10-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“საზოგადოებრივი იმუნიტეტის, ე.წ „შვედურ მოდელთან“ დაკავშირებით:

– ბევრი ტერმინებით რომ არ გადაგღალოთ, მხოლოდ ორს ვახსენებ.

– რამდენი ტესტია საკმარისი და რა შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში, სერიოზული შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება? ამის მინიმუმ 3 მარკერი არსებობს, მაგრამ ყველაზე ადექვატური არის დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი (ანუ ჩატარებული ტესტების რა პროცენტია დადებითი). სასურველი რიცხვი არის 5-10% (https://nyti.ms/31q4tTf).

– ჩვენთან თუ მსგავს პროპორციას დავაკვირდებით, ბოლო დღეებში ეს პროცენტი 13%-ს გადაცდა (1186 დადასტურებული/9000მდე ჩატარებული ტესტი), რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა რეალური მაჩვენებელი დიდი ალბათობით უფრო მეტია ვიდრე ვიჭერთ

– როდესაც „შვედურ მოდელზე“ ვსაუბრობთ, მთავარი კითხვაა რა არის საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი – ანუ პოპულაციის რა პროცენტმა უნდა გადაიტანოს ინფექცია იმისათვის, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს – ეს ციფრი დამოკიდებულია გადაცემის ინდექსზე (Ro), რომელიც იცვლება ბევრი ფაქტორის გავლენით. (https://bit.ly/3dLOG6k). ეპიდემიის აქტიური გავრცელებისას (https://bit.ly/34gxl1Z) საზოგადოებრივი იმუნიტეტის ზღვარი არის დაახლოებით 50-67% (https://bit.ly/37oBrqL). აბა თუ მიხვდებით აპრილის ბოლოს სტოკჰოლმის რა პროცენტს ქონდა დადებითი ანტისხეული, ანუ გადატანილი ინფექცია? – 8%-ს!!!! (https://bit.ly/37rWLf8) ანუ ჩვენი ნანატრი შვედეთი რამდენად შორსაა ამ გზით იმუნიტეტის მიღწევისგან, მარტივი გამოსაანგარიშებელია. ამ დროს, სიკვდილობით 100 ათას მოსახლეზე მხოლოდ ბრიტანეთს, ესპანეთს, იტალიას და ამერიკას ჩამორჩება

– მარტივად, საქართველოში საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის 1.8 მილიონიდან 2 მილიონამდე ადამიანმა უნდა „გადაიტანოს“ ინფექცია, რაც ნიშნავს ~260,000 მძიმე შემთხვევას და ~55,000 ლეტალურ გამოსავალს – ეს თეორიული ციფრებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არც კი მივუახლოვდებით!

– ამასთანავე, იმუნიტეტის მახსოვრობა/ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ იმუნიტეტთან, ანუ თუ ვირუსით რეინფიცირება ხდება, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შენარჩუნება კიდევ უფრო რთულდება; ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი შემთხვევა და მხოლოდ 5 რეინფიცირებაა გენეტიკური მეთოდით დადასტურებული (https://bit.ly/2TdBHkg) ეს ჩემთვის თავისთავად წარმოადგენს გამონაკლისს და ამტკიცებს წესს, რომ მინიმუმ ერთ სეზონზე იმუნიტეტი დამცავი იქნება

– სწორედ აქ ხდება ვაქცინის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მთელს სურათს ცვლის – ვაქცინა ჩემი აზრით აუცილებლად იქნება (https://bit.ly/31r3HW8), რაც ბუნებრივი ინფექციის გავრცელებასთან ერთად საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ერთადერთი რეალური საშუალებაა; რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა და რამდენად ხანგრძლივ იმუნიტეტს დატოვებს მოსახლეობაზე, ამას ვნახავთ, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ვაქცინის ლოგისტიკა იქნება (ფასი, დისტრუბუცია)

– მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ქვეყნის „ჩაკეტვას“ ან ეკონიმიკის გაჩერებას არანაირად არ ვემხრობი – შეზღუდვა უნდა იყოს წინასწარ გაწერილი, მოქნილი და უნდა ეხებოდეს კონკრეტულ სფეროს (მაგალითად, თუ დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი რჩება 5%-ზე დაბალი 2 კვირის განმავლობაში, არადისტანციური სწავლა შესაძლოა განახლდეს, მაგრამ მასობრივი შეკრებები ისევ აკრძალული დარჩეს… ასევე მაგალითისთვის, სავალდებულო ნიღბის ტარების შემოღებამ არიზონაში კოვიდის შემთხვევები 75%-ით შეამცირა ზაფხულის განმავლობაში https://bit.ly/3dJv9TS). ასე თავიდან ავიცილებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ნიჰილიზმს ისედაც ძალიან დაბნეულ მოსახლეობაში

#ჩვენშვედეთიარვართ

#კოვიდისახადიარარის“

თეგები: მამუკა მაჩაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved