• რეკლამა
  • კონტაქტი
23:27, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შუამთობის” დღესასწაულზე მიწვეულ მომღერლებს ბიუჯეტიდან 136 229,17 ლარი გადაუხადეს

ალია ავტორი - ალია
15:28 08-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

“ურსა” – 60 ათასი ლარი, “კახაბერი და ხანუმები” – 29 500, ჯგუფი “გორდელა” – 16 ათასი ლარი – ეს არასრული ჩამონათვალია  იმ მომღერლების, რომლებმაც ბიუჯეტიდან ერთ კონცერტში ათობით ათასი ლარი აიღეს.

ირკვევა, რომ აჭარის მთავრობამ “შუამთობის” დღესასწაულზე მიწვეულ მომღერლებს რამდენიმე საათში თითქმის 140 ათასი ლარი გადაუხადა.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ მომღერლების შერჩევა გაუმჭვირვალე იყო და სცენაზე ჩანდნენ მხოლოდ ის არტისტები, ვინც ივანიშვილის გუნდს მხარდაჭრას საჯაროდ უცხადებენ ან მათი ნპოლიტიკის მიმართ ლოიალურები არიან.

ექსპერტების თქმით, ღონისძიებაზე არ ყოფილან ისეთები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეა და ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს აპროტესტებს.

ბესო დონაძის თქმით, შემსრულებლების შერჩევაც სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

გუშინ, აჭარის მთავრობამ “შუამთობის” დღესასწაულზე,  მომღერლების ჰონორარებში 140 000 ლარი დახარჯა. მომღერლების შერჩევის ეტაპი არის გაუმჭვირვალე.

ის, რომ რაღაც დღესასწაულზე, მთავრობა, მოღერალს ჰონორარს გადუხდის, გასაგებია, მაგრამ ის, რომ შერჩეული არტისტები,  სამთავრობო მედიის სახეები  და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები არიან ეს სხვა. 

“ქართული ოცნება” მისი პარტიული ინტერესებისთვის ირიბად იყენებს ამ მომღერლებს და მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს”- აცხადებს ბესო დონაძე.

კორუფციის კიდევ ერთი მკვლევარი, ქეთი ენუქიძე ყურადღებას ამახვილებს ბენდებსა და მომღერლებთან პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.

მისი თქმით, გამარტივებული შესყიდვის გამოყენება ამ კონკრეტულ ქეისში აბსურდული მოვლენაა, რადგან გამარტივებულ შესყიდვას თავისი წესები აქვს.

ჩვენ ახლა რეალურად ვხედავთ, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მუსიკოსების დასაჩუქრებას. მიწვეულ არტისტებს შორის ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პიროვნებებს, რომლებიც მაგალითად, აქციებზე დგანან და ქვეყბის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ”- აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved