• რეკლამა
  • კონტაქტი
11:13, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შუაღამისას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააღვიძა თანამშრომლები და ფაცხა-ფუცხით მისწერა ყველა საელჩოს…”

ალია ავტორი - ალია
20:02 06-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, შოთა დიღმელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ვინც ამბობთ, აბა სადაა რუსეთის მიმართ ლოიალობა, ხო ხედავთ, პუტინის ღირსების დამცავ მკვლელს საქმის გაკეთება არ ვაცალეთო, მოიწიეთ აქეთ ორი წუთით:

ვინიცობაა არ გახსოვდეთ, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, უახსლეს ისტორიაში “ორკების ღამის” სახელით ჩაწერილ 8 ივლისს, არა უბრალოდ არასამუშაო დღეს, არამედ კვირას და თანაც შუაღამისას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააღვიძა თანამშრომლები და ფაცხა-ფუცხით მისწერა ყველა საელჩოსა და საერთაშორისო წარმომადგენლობას, თხოვნით, მკაცრად დაეგმოთ ერთი კერძო მედიის ერთი ჟურნალისტის ერთი მონოლოგი.

წერილს მაშინვე მხარი აუბეს ქვეყნის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა. დაბალჩინოსანთა პოლიფონიური გმობის ფონზე მადამ პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ წუთიც არ დაკარგეს, ისე ოპერატიულად აიმაღლეს ხმა პუტინის მაგინებელი ჟურნალისტის წინააღმდეგ, როგორც ჩვენმა საგარეო უწყებამ შეაფასა – “ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”.

გამოხდა ხანი და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ჟურნალისტის მოსაკლავად რუსეთმა კაცი აფრინა, რასაც ადასტურებენ როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სპეცსამსახურები, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, ცრუ ინფორმაცია იყოს. და რა ხდება?

არც საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხმაურებია ამბავს და აუტეხავს პანიკა ამ მზიან ორშაბათ-სამშაბათს, არც მაღალჩინოსნები და არც დაბალჩინოსნები ჩქარობენ ქვეყნის სუვერენული ინტერესების დამცველ განცხადებებს, ეგ კი არა, საზმაუმ, “იმედმა” და მისმა დაბალბიუჯეტურმა ასლებმა იმ დღეს ამბავი საერთოდ არ გააშუქეს, FBI-ის კი რატომღაც მხოლოდ 20 წლის წინანდელი ამბების გამოძიებაში ვთხოვთ დახმარებას, თითქოს ყველა სხვა საქმეს ჰაერში ვხსნიდეთ.

როგორ ფიქრობთ “ბრატცი”, ასე უნდა იყოს თუ რაღაც მაინც “ნიტოა”?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved