ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
ბატონი გოგა (ჩახუნაშვილი) პედიატრიულ კარდიოლოგიას გვასწავლიდა ჩემი თაობის და შემდეგ ბევრი თაობის ექიმებს. იმ ბნელ საბჭოთა პერიოდში დამატებით სტუდენტებისთვის კარდიოლოგიური სექცია ქონდა შექმნილი, ატარებდა კონფერენციებს… მაშინ ეს ყველაფერი იშვიათობა იყო.არ მომწონს მის ასაკზე აპელირება – ყველა ახალგაზრდაზე უფრო ახალგაზრდაა.ჰოდა ახლა, შსს თანახმად, საერთოდ მარველის პერსონაჟად გადაქცეულა – რკინის ღობეებს გლეჯს და ისეთი სუპერძალები აქვს, მის დასაკავებლად თურმე ასი პოლიციელია საჭირო.აი მართლა ვაიმე.ყოჩაღად იყავით ბატონო გოგა
კომენტარები