შინაგან საქმეთა სამინისტრო 400 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს. გელაძის უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ახალი მანქანების საყიდლად 23 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ტვ პირველთან ბესიკ დონაძე ამბობს:
ეს ავტომობილები არის ჩანაცვლებითი. ანუ ის ავტომობილები, რომლებიც უკვე ამოიღეს მოახმარებიდან, სად წავიდეს ეს ავტომობილები? ანუ სად წავიდა 400 ერთეული ავტომობილი? აუქციონის წესით გაყიდეს? თანამშრომლებში გაასხვისეს? სხვა ორგანიზაციებს გადასცეს? ეს არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მეორე მნიშნელოვანი დეტალი არის ის, რო თუ ჩანაცვლება არ ხდება, გამოდის, რომ 400 თანამშრომელს აძლევენ ავტომობილებს ანუ 400 თანამშრომლისთვის ავტომობილის მიცემა, რომლებსაც არ ჰქონდა ავტომობილი, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეიდები იქნება გაორმაგებული და გასამმაგებული. ანუ შსს გაამკაცრებს კიდევ უფრო პოლიციურ ზედამხედველობას მოქალაქეებზე.
“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე, ასევე ტვ პირველთან ამბობს:
საკუთარი მოსახლეობისგან თავდაცვის მიზნით ხორციელდება ასეთი მასშტაბიანი შესყიდვები. სისტემატიურად აცხადებს შსს მანქანების შესყიდვის ტენდერებს. აი, რამდენიმე თვის წინ იყო კიდევ განხორციელებული ასეთი ტიპის შესყიდვა და ამავე დროს, რა თქმა უნდა, მანქანები მათ აქამდეც ისედაც ჰქონდათ. ამიტომ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ, რაღაც საფრთხეების ლოკალიზების მიზნით, პრევენციული მიზნებით, წინასწარ ყიდულობენ მანქანებს პოლიციელებისთვის, რომ თავიდან აირიდონ საფრთხეები, რომლის მოლოდინიც აქვთ.














კომენტარები