შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კითხვას, თუ როგორ შეაფასებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განცხადებას, პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, ასე პასუხობს:
„საქართველოში ნამდვილად დემოკრატია გვაქვს. ყველას აქვს უფლება, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ პარტია შექმნათ და თქვენი საკითხები დააყენოთ, მიზანი და მიმართულებები“
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. როგორც გოგაშვილი აცხადებს, გადაწყვიტა სახალხო პარტიაში დაბრუნდეს, სადაც, მისივე თქმით, „პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო“.
კომენტარები