• რეკლამა
  • კონტაქტი
11:21, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შს მინისტრი ასახელებს ქვეყანას, სადაც ბადრი ესებუა იმალება

ალია ავტორი - ალია
21:34 01-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის განცხადებით, ნომერ პირველი ტერორისტი, ბადრი ესებუა, საქართველოშია და მას “ქვეყანა ნამდვილად არ დაუტოვებია”.

გომელაურმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად მუშაობენ და გამოძიება მიმდინარეობს.

“რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში არის ნამდვილად, ქვეყანა არ დაუტოვებია. გამოძიება მიმდინარეობს და ვერ ვისაუბრებ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. ხაზი მინდა გავუსვა, ყველაზე მეტად ვისაც გვინდა ეს ადამიანი დავაკავოთ, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროა. ყველაფერს ვაკეთებთ”, – თქვა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ შსს ბადრი ესებუას 3 თვეა ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

აქვე, 12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს ირწმუნება, რომ ის ძმას უნდა შეხვედროდა, თუმაცა ოჯახი უარყოფს. ბიძინა ესებუას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

შსს კი დღემდე არ პასუხობს კითხვას, თუ ბიძინა ესებუა ძმასთან შესახვედრად მიდიოდა, რატომ არ გაჰყვა მას უკან და არ დააკავა ორივე ერთად, ან რაში სჭირდებოდა ბადრი ესებუას ასაფეთქებელი ნივთიერებები?

თეგები: ბადრი ესებუავახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved