• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შს მინისტრი ამნისტიაზე: თუ მელიას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არა?

ალია ავტორი - ალია
12:37 05-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიაჩნია, რომ ამნისტიის პოლიციელებზე გავრცელება უსამართლო არ არის. ის ამას იმით ხსნის, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უფრო მძიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ამიტომ გომელაური სვამს კითხვას — “რატომ არ უნდა შეეხოს უფრო მსუბუქ მუხლებს?”

“მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ალბათ, ამნისტიას, შევეწინააღმდეგებოდი, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულნი, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.

არ მიმაჩნია უსამართლოდ, რომ პოლიცილებესაც ეხებათ. რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და პოლიციელებს ვიცავ. ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელაის აქვს წაყენებული და ბატონ ნიკა მელიას თუ უნდა შეეხეოს ეს, უფრო მსუბუქ მუხლებს ეს ამნისტია რატომ არ უნდა შეეხოს? ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა. მძიმეს ისედაც არ ეხება, აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ სამართლიანია”, — თქვა მან.

ამნისტიის კანონი შეთანხმების თანახმად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეეხება. თუმცა საუბარია იმაზეც, რომ გათავისუფლდებიან სამართალდამცავი უწყების ის წარმომადგენლებიც, რომლებმაც 20 ივნისის აქციაზე ძალას გადაამეტეს.

28 აპრილს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ამნისტიის კანონპროექტის ორი ვერსია დარეგისტრირდებოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი — არა.

თავდაპირველად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შეთანხმებაში გათვალისწინებულ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე უარი განაცხადა, თუმცა 26 აპრილს მან გირაოთი გათავისუფლებაზე მზადყოფნა გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის კანონს უკან გაითხოვენ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved