შრი-ლანკაში დემონსტრანტები, რომლებიც ქვეყნის მეთაურის, გოტაბაია რაჯაპაქსას გადადგომას ითხოვენ, პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
BBC-ის ცნობით, პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ კოლომბოში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა. პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გზაზე მათ პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს.
შრი-ლანკა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის – ივნისში ინფლაციამ 54%-ს გადააჭარბა, ქვეყანას პრობლემები შეექმნა საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის იმპორტის კუთხით.
კომენტარები