საქალაქო სასამართლოში ,,ძლიერი საქართველო ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მზია გარშაულაშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს.
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება:
შრამები დამრჩა ბორკილებისგან. პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მომდიოდა. კი დამკითხეს, მაგრამ რა ქნეს მერე, გამოკითხული ვარ, ვერ გაარკვიეს ვინაა ეგ შოთა?
ვეუბნებოდი ხელი გამიხსენით-თქო, 4 საათი. ვიყავი ასე, შემუმსუბუქეთ მაინც-თქო, მაგრამ თქვენი სამართალი არ გაიშვა. წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და მერე რა ქენით?
კანცელარიასთან 20 პოლიციელი მირტყავდა, ზაქრო ჩოხელი ამოვიცანით, ვთქვით და რა… თქვეს იციი ვერ ამოვიცანითო. 2 წელი გავიდა არ ვიცი ეგ ზღაპრები გჯერათ თუ არა – არ გიცნობთ არ ვიცი. მცემეს და აი ბუზი არ აუფრინდათ ბუზი. შობაა ახალ წელს გილოცავთ”, -განაცხადა ელისაშვილმა.














კომენტარები