• რეკლამა
  • კონტაქტი
05:05, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შპრიცები რომ გაჩნდა სადარბაზოებში, ფასების ასტრონომიული ზრდაც დაიწყო, ნაცმოსკენ მოიხედეს, მაგრამ რა დახვდათ?” – თამარ ცოფურაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:06 04-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
668
მსახიობი თამარ ცოფურაშვილი:
“როდესაც მიშა წავიდა ხელისუფლებიდან, ვთვლიდი, რომ ქოცები მალე გამოფხიზლდებოდნენ, მიხვდებოდნენ, რაც მოხდა და ისევ მიშასკენ მობრუნდებოდნენ.
მართლაც, როგორც კი შპრიცები გაჩნდა სადარბაზოებში, ეგრევე ატეხეს წუწუნი მოზარდების მშობლებმა. მერე კრიმინალმა რომ წამოჰყო თავი და მეტ–ნაკლებად შეეხო ყველას, კიდევ უფრო აწუწუნდნენ, ბოლოს ფასების ასტრონომიული ზრდაც დაიწყო და თითქოს ისევ ნაცმოსკენ უნდა მოეხედათ და მოიხედა კიდეც ნაწილმა, მაგრამ რა დახვდათ?
გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთერთი სუბიექტი მარი–ხუანას ლეგალიზაციისთვის იბრძვის, ხაზარაძე, რომელმაც საქართველოს ლამის ერთი მეოთხედი უბინაოდ დატოვა და უბინაოდ დარჩენილი ადამიანი აღარ არჩევს სამართლიანად დარჩა თუ უსამართლოდ, ევროქოცები, რომლებიც უკიდურესად არაპოპულარულები არიან და არცთუ უსაფუძვლოდ.
პერიოდულად ლირიკული გადახვევებიც გვქონდა: ჩვენ დღეს ყველანი ბესელიები ვართ, ან ბასიანელ მომსპარი ნარკუშებთან ჩახუტება და ბოლოს აგერ თვალთხარიასთან ალიანსი, რომლის დროსაც კრიმინალი ისე ყვაოდა, მთლად მინისტრებს და პარლამენტარებს ძარცვავდნენ, რომ არაფერი ვთქვათ პატრიოტი ახალგაზრდების თვალების დათხრაზე. მერე ესეც არ გვეყო და მადამ გავთხაროსაც კი შევეტყანით მსუბუქად, როცა უკრაინის ბედ–იღბალზე დაიწყო ქვითინი და კარგად ვუბრაგუნეთ ტაში.
დიდი ხანია ვისმენთ ფორმულას: ყველა გარდა ბიძინასი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერანაირად ვერ ვხვდები ეგ რას ნიშნავს.
ოფიციალურად ბიძინა დღეს რიგითი მოქალაქეა, სადღაც ჭორვილის სახლში შემძვრალი და რა უნდა უყოთ, ის სახლი უნდა წაართვათ, როცა ყველანი გაერთიანდებით?
თუ სერიოზულად ფიქრობთ, რომ ეგ ბიძინას ნახმარი თეთრეული, ალიანსში რომ ხართ, საქმე–საქმეზე რომ მიდგეს და ბიძინამ ერთი თითი დაუქნიოს, ისევ არ გავარდება მისკენ ვაზელინწასმული?
რაღა დაგიმალოთ და დიდი ეჭვი მაქვს, არც არასდროს წამოსულან მისგან.
ერთადერთი, ვისდამიც ნოსტალგია ჰქონდა ხალხს და ფიქრობდა, რომ თუ მობრუნდებოდა, იქნებ რამე შველებოდა ამ ქვეყანას, ციხეშია გამოკეტილი და ცოტა ხანში ოჯახის წევრების მეტი აღარვინ მივა მის სასამართლოზე.
ჰოდა, იმ ხალხმა, რომელმაც ნელ–ნელა ნაცმოსკენ დაიწყო ყურება, ისევ შეგაქციათ ზურგი და ახლა საბოლოოდ. ყველა მეორე წერს: ნაცები და ქოცები რამ გაჰყოო.
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მიბრუნდება ენა, შევეკამათო, მასხარად ამიგდებენ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved