• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შოთაძეს ვიდეო ვაჩვენე და ეჭვი გაუჩნდა… აშკარად დიდი მანქანის კვალია… შეიძლება ეს იყოს ევაკუატორი” – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
14:09 08-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იგ­ზავ­ნე­ბა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­სა­მედ შეხ­ვდნენ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ ირაკ­ლი შო­თა­ძეს, რის შემ­დე­გაც მათ­მა ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა რო­მე­ლი­მე არა­მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნი­დან სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს გა­მო­ი­თხოვს, თვის ბო­ლოს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­მოვ­ლენ, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას გა­ეც­ნო­ბი­ან.

მისი თქმით, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან შე­ხევდრი­სას ლა­პა­რა­კი იყო საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე, რა­ზეც ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი და სა­სა­მარ­თლო – სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზაც იმოქ­მე­დებს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც გა­უჩ­ნდათ ეჭვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა თუ არა.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი:

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ვავ­რცე­ლე 12-13-14 აგ­ვის­ტოს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ნა­ხი­რი ძაღ­ლებ­თან ერ­თად იმ ად­გი­ლას, სა­დაც თა­მა­რის მან­ქა­ნა იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ამან დიდი ეჭვი გა­უ­ჩი­ნა მთა­ვარ პრო­კუ­რორს და მის მო­ად­გი­ლე­ებს. არ არ­სე­ბობს, რომ ამ 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნა იმ ად­გი­ლას ყო­ფი­ლი­ყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და არა­ვის შე­ემ­ჩნია. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვი­თხო­ვე, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­კეთ­დეს სა­უ­კე­თე­სო სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი 18 ივ­ლი­სი­დან 22 ივ­ლი­სამ­დე, რა­ზეც დამ­თან­ხმდნენ. ეს არის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან ერ­თად, რომ შე­იც­ვა­ლოს კვა­ლი­ფი­კა­ცია. ავ­ტო­მო­ბი­ლი რომ გა­იხ­სნა, ისე­თი სუნი იყო, იმ ად­გი­ლას ძაღ­ლე­ბი დარ­ბი­ან და სუნ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­დოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ იყოს სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბი. ეს კი ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა იმი­სა, რომ შე­იც­ვა­ლოს საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია.

– ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა­ზე რა პა­სუ­ხი მი­ი­ღეთ?

– ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვის ბო­ლოს ჩა­მო­დი­ან საკ­მა­ოდ კარ­გი ექ­სპერ­ტე­ბი (არ ვა­კონ­კრე­ტებ, სა­ი­დან), რომ­ლე­ბიც სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას გა­ეც­ნო­ბი­ან, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ კომ­პლექ­სურ კო­მი­სი­ურ ექ­სპერ­ტი­ზას “ემ­პა­თი­ას­თან” ერ­თად. იმე­დია, თვის ბო­ლოს მა­ინც იქ­ნე­ბა ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და უცხო­ე­ლე­ბი ტყუ­ი­ლად არ ჩა­მოვ­ლენ.

– ბო­ლოს და ბო­ლოს, გა­გაც­ნეს დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი?

– ხუთ­შა­ბათს ვი­წყებთ დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის და სათ­ვალ­თვა­ლო ჩა­ნა­წე­რე­ბის ნახ­ვას. შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლი მარ­შრუ­ტე­ბიც მა­ინ­ტე­რე­სებს. დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი არის, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი უკვე შექ­მნი­ლია და ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ოთა­ხი, სა­დაც ყვე­ლა ჩვენს კი­თხვას პა­სუხს გას­ცე­მენ.

– უამ­რავ კი­თხვას აჩენს გარ­დაც­ვლი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი, მო­ბი­ლუ­რი, “ორი ფლეშ­კა”…

– მათ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა. ამავდრო­უ­ლად, გარ­დაც­ვლი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ იგ­ზავ­ნე­ბა. ფლეშ­კას რაც ეხე­ბა, ერთი ფლეშ­კა ამო­ღე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და მისი შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, აქაც შე­მოწ­მდე­ბა და FBI-შიც. მე­ო­რე ფლეშ­კა არ ჩანს. ვინ იქ­ნე­ბი­ან სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი და სა­ი­დან ჩა­მოვ­ლენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ამას არ ვა­კონ­კრე­ტებთ. არც იმას, სად იგ­ზავ­ნე­ბა ეს ნივ­თე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ამა­ზე მო­მა­ვალ კვი­რას მო­გახ­სე­ნებთ.

– ავ­ტო­მან­ქა­ნის კვა­ლის ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და? ადრე ით­ქვა, რომ ად­გილ­ზე სხვა, უფრო დიდი მან­ქა­ნის კვა­ლი ფიქ­სირ­დე­ბო­და...

– კი, კი, ჩანს, რომ სხვა მან­ქა­ნის კვა­ლია. სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დრო­ნებ­მა გა­და­ი­ღეს კვა­ლი და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თა­ნაც მქონ­და სა­უ­ბა­რი, რომ­ლებ­მაც მი­თხრეს, რომ ეს კვა­ლი ასე მკვეთ­რად 5 დღის მერე აღარ გა­მოჩ­ნდე­ბო­და და აშ­კა­რაა, რომ დიდი მან­ქა­ნის კვა­ლია.

– შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს ევა­კუ­ა­ტო­რის კვა­ლი იყოს? იყო იმა­ზე სა­უ­ბა­რიც, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა ად­გილ­ზე ამ გზით მი­ი­ტა­ნეს…

– ვნა­ხავ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­ფე­რია, მათ შო­რის, არც ევა­კუ­ა­ტო­რის თემა. მალე დამ­ტკიც­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმეირაკლი შოთაძემიხეილ რამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ახალი ამბები

Visa+ საქართველოში – თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

14:56 10-22-2026
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved