• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შოკირებულნი იყვნენ, არ იცოდნენ რა პასუხი გაეცათ პუტინისთვის და თვითმფრინავი დასვეს ერევანში” – მამულაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:03 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
452

უკრაინის შეაირაღებულ ძალებში შემავალი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილს, “ტვ პირველთან” ამბობს:

“კობახიძის განცხადების შეფასება ძალიან რთულია, იმიტომ რომ თვითონ ალბათ ვერ ვხვდებოდა რაზე ლაპარაკობდა. შემიძლია მთლიანად მთავრობის მოქმედება შევაფასო და არა კობახიძის განცხადება, მთლიანად მთავრობის მოქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი. ქართული ლეგიონი შეიქმნა დამოუკიდებლად, ყოველგვარი პოლიტიკის და პოლიტიკოსების გარეშე და რჩება პოლიტიკის მიღმა, მაგრამ როდესაც საჭიროა თქმა, ვიტყვით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ის შეზღუდვა, რაც პოლიტიკოსებს აქვს, ჩვენთვის არ არის საჭირო ის კორექტულობა, რაც საჭიროა პოლიტიკოსებისთვის, ვამბობთ იმას, რასაც ვხედავთ, რაც სიმართლეა. მე რასაც ვხედავ, ჩემი გადმოსახედიდან, მთვარობაში არიან კოლაბორანტები, თანამშრომლობენ რუსულ სპეცსასმსახურებთან, სამწუხაროდ, იმდენად გათამამებულები, რომ გადმოწვდნენ უკვე მებრძოლებს, იმიტომ რომ დანარჩენმა ყველაფერმა ჩაიარა ისე, რომ არანაირი პასუხი არ მოეთხოვათ, გადმოგვწვდნენ ჩვენ. ჩვენ ვართ, ბოლო ხაზი, მაგრამ იმდენად დიდი პრესინგია რუსეთისგან, როგორც ვატყობ, გამოსავალი არ აქვთ და ჩვენზე მოიტანეს იერიში.

მებრძოლებზე შემოტევა სასინჯია, ასე ვთქვათ და ელოდებიან საზოგადოების პასუხს. თუ ქართულმა საზოგადოებამ ვერ გასცა ღირსეული პასუხი, ესეთ ლაპარაკზეც კი, შემდეგი ეტაპია ქმედება. ადამაინები, რომლებიც ჩამოსულები არიან და მიდიან სიკვდილზე, ეჭვი მეპარება, რომელიმე შეაშინოს პასპორტის წართმევამ. მგონია, ვერაფერს დააკლებენ ადამიანებს, რომლებიც ჩამოსულნი არიან იდეოლოგიით და თავის ქვეყანას იცავენ. შეიძლება მივიდნენ აქამდე და დაიწყონ მოქალაქეების ჩამორთმევაც, არ ვიცი. მე მახსენდება ჩვენი პირველი გარდაცვლილი მებრძოლის ჩამოსვენება, მისი გადმოსვენება თვითმფრინავმა სცადა საქართველოში და იმდენად შოკირებულნი იყვნენ და არ იცოდნენ რა პასუხი გაეცათ პუტინისთვის, რომ თვითმფრინავი დასვეს ერევანში. 2014 წლიდან არის ეს დევნა და გრძელდება, უბრალოდ აქტიური ფაზაა ეს.

არა მაქვს დიდი დრო, ღარიბაშვილებს და ვიღაც ამხანაგებს ვსდიოთ და ვეპაექროთ – ადამიანებმა კარგად იციან რას აკეთებენ და ჩვენც კარგად ვიცით რას ვაკეთებთ – ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და ნუ გვიშლიან ხელს იმაში, რასაც თვითონ არ აკეთებენ, არ გაუკეთებიათ და ვერ გააკეთებენ ვერასდროს.

ღარიბაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ ღირსეულად მოიქცეს. ალბათ, არც გაუგია რა არის ღირსეულად მოქცევა, მაგრამ მოვუწოდებ ღირსეულად მოიქცეს და დაიცვას საქართველოს ინტერესები, თუნდაც სისხლის ფასად რომ დაუჯდეს, უნდა დაიცვას საქართველოს ინტერესები და არა სხვა ქვეყნის ინტერესები.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილიმამუკა მამულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved