დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:
“1. ყველაზე გავლენიანი გამოცემა, ჟურნალი ‘ეკონომისტი’ წერს ქვეყანაზე, რომელიც ერთ დროს დასავლეთის მთავარი მოკავშირე იყო რეგიონში და რუსეთის ორბიტაზე გადაინაცვლა. ეს ქვეყანა საქართველოა.
2. სიკვდილის პირას მყოფი ყოფილი პრეზიდენტის კადრებით შოკირებული ევროპარლამენტი კი, საგანგებო დებატებს ნიშნავს მისი სიცოცხლის გადარჩენის თემაზე. ესეც საქართველოზეა…
3. ივანიშვილის პირადი შიკრიკი რუსებთან-აბაშიძე, იღებს შექებას რუსეთისგან და განიხილავს რუსეთთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოვებას.
4. პრეზიდენტი ზელენსკი კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ნეიტრალურია თუ რუსეთის მხარესაა, უკვე გაუგებარია.
(მათთვის, ვინც არ იცის, ევროპარლამენტში ძალიან იშვიათად ინიშნება საგანგებო და გადაუდებელი დებატები.)
არაა აუცილებელი, საგარეო ურთიერთობების ექსპერტი იყო, მიხვდე, როგორ აგწაპნეს შანსი, ევროპულ სახელმწიფოში საცხოვრებლად, სამშობლოდან გადახვეწა არ გიწევდეს…”
კომენტარები