• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიშზე დაფუძნებული მართვის სტილი და ახალი პროპაგანდისტული მესიჯი იყო სწორედ – ანა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:20 07-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში, ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით ამბობს:

„ამ წერილით აზრის ფრაგმენტები შეიკრა და დადასტურდა, რომ მთელი იმ კამპანიის უკან, რომელიც ორკესტრირებულად დაიწყეს „ქართული ოცნების“ სპიკერებმა, შემდეგ ძალიან ეხამუშათ და ამიტომ, 3 ადამიანი გამიჯნეს თავისი პარტიიდან, რომ შემდეგ მათ გაეგრძელებინათ ის რიტორიკა და პროპაგანდა, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე იმ სამეულის უკან დგას ერთი კაცი– ბიძინა ივანიშვილი.

მისი მესიჯბოქსიც იყო სწორედ ის რიტორიკა, რითაც კვებავდნენ და აშინებდნენ ქართულ საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში. შიშზე დაფუძნებული მართვის სტილი და ახალი პროპაგანდისტული მესიჯი იყო სწორედ პირდაპირ ივანიშვილის თავში მოხარშული დ. ა ივანიშვილისგან მომდინარე. თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, ეს წერილი კარგია მათთვის და მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, მაინც და მაინც მათ მაღალ ინტელექტზე არ საუბრობს. „ქართული ოცნება“ წლებია უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, დასტურდება, რომ არსადაც არ წასულა, რომ ის მართავს არა მხოლოდ პროცესებს, არამედ მთავარი პროპაგანდისტული კამპანიის მესიჯებსაც.

სირცხვილი თქვენს თავს, თქვენ არავინ არაფრად მიგიჩნევთ, შესაბამისად, გაგწევენ ხოლმე გვერდით და როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, პირდაპირ ივანიშვილთან მიდიან. ყველა შემთხვევაში, ეს არის უმძიმესი ამბავი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ და ასევე, თანამდებობის პირებისთვის. ე.ი არც პარლამენტის თავმჯდომარეა ამ ქვეყანაში არაფერი, არც პრემიერ-მინისტრი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიხარულით აიტაცეს ახლა ეს ამბავი, თქვენთვის ეს ძალიან მძიმე ამბავია ჩემო კარგებო“

თეგები: ანა ნაცვლიშვილიბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved