• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

ალია ავტორი - ალია
14:14 03-25-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა. რეალურად, დღეს ჩვენ მსოფლიო ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით ვერაგი მტრის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მარსის კოლონიზაციის პროექტით შეპყრობილი ყოვლისშემძლე ცივილიზაცია, დღეს ხელის დაბანით და სოციალური იზოლაციით „ებრძვის“ 120 ნანომეტრიან (1 ნანომეტრი = 10-9მ) „მონსტრს“.

„ესპანური გრიპის“ (1918 წლის იანვარი – 1920 წლის დეკემბერი) პანდემიის გამოცდილების (500 მილიონამდე ინფიცირებული და 50 მილიონზე მეტი სიკვდილი) ფონზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების „მოკრძალებული“ მასშტაბები შეშფოთებას არც უნდა იწვევდეს, რომ არა ერთი გარემოება – განსხვავება H1N1-ის პირველი პანდემიის დროინდელ და XXI საუკუნის მედიცინას შორის. ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ფანტასტიკური მიღწევების მიუხედავად, თანამედროვე ცივილიზაცია არც თუ ისე თავდაჯერებულად გამოიყურება გლობალური საფრთხის წინაშე; რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა მხოლოდ მედიცინის საქმე არ არის და მოითხოვს საყოველთაო სახელმწიფოებრივ/ საზოგადოებრივ ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახლო მომავალში შევძლებთ ამ უდიდესი გამოწვევის გამკლავებას. მაგრამ დღეს ჩვენ ომში ვართ ჩართულები და ჩვენი მოვალეობა არა მოლოდ პანდემიაზე ფოკუსირება, არამედ მისი თანმდევი პრობლემების გადაჭრა და პრევენციაა, რომელთაგან უმთავრესი ყალბი ან დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და არაადეკვატური ინტერპრეტაცია გახლავთ.

არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელზედაც მინდა ჩვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილო, სათავე დაუდო ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის “The Lancet Respiratory Medicine” 11 მარტის სტატიამ სენსაციური სათაურით: „არიან თუ არა ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ?“ („Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection?“).  სტატიის ავტორთა ჰიპოთეზა ეფუძნება ახალი კორონავირუსის მიერ ადამიანის უჯრედების დაზიანების მექანიზმზე დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს სპეციფიკურ ენზიმურ (ფერმენტულ) ცილას -ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE 2).

აღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, Lei Fang-მა და თანაავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები) და რომლებშიც აღნიშნული პრეპარატების მიღება განაპირობებს ზემოთ ხსენებული ცილის – ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტი 2-ის (ACE 2) დონის მატებას, შეიძლება მაღალი იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

საუბედუროდ, ინფორმაცია მყისიერად ატაცებულ და ტირაჟირებულ იქნა სოციალური მედიის მიერ, შესაბამისი ფატალური რისკის შემცველი რეაქციით –  პაციენტებმა გლობალურად შეწყვიტეს ან შეაჩერეს აგფ ინჰიბიტორების/არ ბლოკერების მიღება!

ინფორმაციის წყაროს მაღალი ავტორიტეტის გამო, სკეფსისი, სამწუხაროდ, გაჩნდა პროფესიულ სამედიცინო წრეებშიც.

კატასტროფული რისკის შემცველ სიტუაციაზე, თავისი პოზიცია დროულად დააფიქსირა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭომ. აღნიშნული დანაყოფის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯოვანი დე სიმონემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lei Fang-სა და თანაავტორების სპეკულაციებს COVID-19-თან მიმართებაში აგფ ინჰიბიტორებით/არ ბლოკერებით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ, არ გააჩნია სამეცნიერო, მტკიცებითი საფუძველი. ჰიპერტენზიის საბჭოს კონტრარგუმენტად მოჰყავს ცხოველური ექსპერიმენტების შედეგები COVID-19 ინფექციის დროს აღნიშნული მედიკამენტების პროტექტორული (დაცვითი) ეფექტების შესახებ, თუმცა იქვე დასძენს, შემდგომი კვლევების აუცილებლობის თაობაზე.  

ევროპის კარდიოლოთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭო მკაცრად მიუთითებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე!!!

ამდაგვარად, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთათვის, დაემატა კიდევ ერთი მანდატორული მითითება:

გააგრძელეთ კარდიოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება!!!     

პროფესორი კახაბერ ჭელიძე

თსსუ შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი

საქართველოს შინაგან დაავადებათა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პროფესიული წევრი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved