ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი:
“ვინც დღეს ცდილობს, რომ იყოს სააკაშვილის სოლიდარული ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამართლებს და ახალისებს იმ ძალადობას, რომელსაც სააკაშვილის შემოქმედებით სისტემური ხასიათი ჰქონდა.
შიმშილობა, რომლის მიზანიც არის, რომ ადამიანს დანაშაულები შერჩეს, ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია სამართლიანი სახელმწიფოსთვის”
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა ასევე გამოაცხადა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები