• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, ორშაბათი, 25 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შიდსისგან მსოფლიოში მეექვსე პაციენტი განიკურნა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:59 07-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

„ჟენეველი პაციენტი“ კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც აივ-ინფექციისგან განიკურნა; თუმცა, როგორც მკვლევრები აცხადებენ, წინა განკურნებული პაციენტებისგან განსხვავებით, მისთვის არ გადაუნერგავთ ვირუსის მბლოკავი გენური მუტაცია.

აქამდე, აივ-ინფექციისგან განკურნებულად გამოცხადებული იყო ხუთი ადამიანი: ბერლინელი, ლონდონელი, დიუსელდორფელი, ნიუ-იორკელი, და იმედის ქალაქელი (კალიფორნიელი) პაციენტები.

კიბოს სერიოზული შემთხვევისგან განკურნების მიზნით, ყველა მათგანს გადანერგილი ჰქონდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტატები — ღეროვანი უჯრედები დონორისგან, რომელსაც CCR5 გენის მუტაცია აქვს. ცნობილია, რომ ეს მუტაცია აივ-ინფექციას უჯრედებში შესვლის გზას უბლოკავს.

2018 წელს, ლეიკემიის განსაკუთრებით აგრესიული ფორმის სამკურნალოდ, ღეროვანი უჯრედების ასეთი ტრანსპლანტატები ჟენეველ პაციენტსაც გადაუნერგეს.

თუმცა, ამ შემთხვევაში ტრანსპლანტატი ეკუთვნოდა დონორს, რომელიც არ იყო CCR5 მუტაციის მატარებელი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსს მაინც შეეძლო პაციენტის უჯრედებში შესვლა.

თუმცა, მამაკაცის მიერ ანტირეტროვირუსული მკურნალობის (რომელიც სისხლში აივ- ინფექციის რაოდენობას ამცირებს) შეწყვეტიდან 20 თვის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა მის სისტემაში ვირუსის კვალიც ვეღარ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის ორგანიზმში აი-ინფექციის კვლავ დაბრუნებას არ გამორიცხავენ, მკვლევრები მას გრძელვადიან რემისიაში მყოფად თვლიან.

ის თეთრკანიანი მამაკაცია და ანონიმურობას ინარჩუნებს; აივ-ინფექციის დიაგნოზი 1990 წელს დაუსვეს.

ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებზე ის 2021 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა. სწორედ მაშინ, ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, ექიმებმა ურჩიეს, რომ პრეპარატების მიღება შეეწყვიტა.

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გამართულ კონფერენციაზე, სადაც ჟენეველი პაციენტის შემთხვევა წარადგინეს, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მეცნიერმა ასიე საე-სირიონმა განაცხადა, რომ თუ ვირუსისნიშნები 12 თვის შემდეგაც არ გამოჩნდა, „მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ ის მომავალშიც დაუფიქსირებელი დარჩება“.

მისი განცხადებით, არის რამდენიმე შესაძლო ახსნა, თუ რატომ აღარ ფიქსირდება ჟენეველი პაციენტის ორგანიზმში აივ-ინფექცია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ტრანსპლანტატმა ალბათ ყველა ინფიცირებული უჯრედი მოსპო სახელგანთქმული მუტაციის საჭიროების გარეშე; ასევე შესაძლებელია, რომ ამაში როლი ითამაშა მისმა იმუნოდეპრესიულმა მკურნალობამ, რაც გადანერგვის შემდეგ არის საჭირო“, — ამბობს იგი.

შიდსის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა, შერონ ლევინმა ბრისბენში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეს შემთხვევა იმედისმომცემია.

„თუმცა, ბოსტონელი პაციენტებისგან ვისწავლეთ, რომ ვირუსის ერთ ნაწილაკსაც კი შეუძლია, რომ აივ-ის დაბრუნება განაპირობოს. ამ კონკრეტულ პაციენტს ახლო დაკვირვებები ესაჭიროება მომდევნო თვეებსა და წლებში“, — ამბობს ლევინი.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი რემისიის ეს შემთხვევა ზრდის იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აივ-ინფექცია შეიძლება მართლა განკურნებადი გახდეს, ძვლის ტვინის გადანერგვის რთული და სარისკო პროცედურა არ გახლავთ ვარიანტი მთელ მსოფლიოში აივ-ინფექციით ინფიცირებული მილიონობით ადამიანისთვის.

უბრალოდ, საქმე გვაქვს სიცოცხლისათვის საშიში კიბოს მკურნალობასთან პაციენტებში, რომლებსაც ამავე დროს აივ-ინფექციაც აქვთ.

თუმცა, არსებობს იმედი, რომ რემისიის შემთხვევები კვლევებს ახალ გზებს გაუხსნის, მაგალითად, იმ პოტენციურ როლს, რასაც იმუნოდეპრესიული მკურნალობა ასრულებს.

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved