• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შევიდეს ალეკო ელისაშვილი პარლამენტში და დაგვანებოს თავი – ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
12:28 12-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“შევიდეს ალეკო ელისაშვილი პარლამენტში და დაგვანებოს თავი, რა..” – ასე უპასუხა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “გირჩისა” და “მოქალაქეების” ერთობლივ არგუმენტს იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ისინი ვერ ხედავენ უკეთეს გამოსავალს, ვიდრე პარლამენტში შესვლაა.

ნინო ბურჯანაძემ მთავარ არხზე, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამ რეპლიკით ამავე გადაცემის წინა სტუმრებს – ვახტანგ იმერლიშვილსა და ლევან იოსელიანს უპასუხა.

ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მოიპოვა ალეკო ელისაშვილმა მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა თბილისში იყრიდა კენჭს და არ იყო ისეთი ვითარება მაშინ, როგორიც იყო სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნებზე არავინ არ ებრძოდა ალეკო ელისაშვილს და არავის წუართმევია მისთვის ხმები. შევიდნენ პარლამენტში და გაგვანებონ თავი…

ვინც შედის პარლამენტში, ვინც სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინც ვერ ხედავს ბრძოლაში აზრს, შევიდნენ, ოღონდ ოპოზიციას დაანებონ თავი. მე პირდაპირ მაქვს ნათქვამი თქვენს გადაცემაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის, რაც ელისაშვილმა გააკეთა იმისთვის, რომ პარლამენტში თავისი შესვლისთვის ახსნა მოეძებნა – ოპოზიციურ ლიდერებს დაუწყო ლანძღვა და ოპოზიციურ პარტიებში შუღლის ჩაგდება გადაწყვიტა, როცა ნახევარ ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენა და ამბობდა, ამათ ჭკუაზე დადიან, იმათ ჭკუაზე დადიანო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის თამაში.

ამას თუ ვერ აცნობიერებს ელისაშვილი, მაშინ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, თუ აცნობიერებს, მაშინ ივანიშვილის თამაშს თამაშობს. ახლა არ არის მოწონება-არმოწონების დრო, ისევე როგორც არ იყო მაშინ, როცა ჩვენ პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “დღის სტუმარში”, “მთავარ არხზე”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved