• რეკლამა
  • კონტაქტი
23:21, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შევდივარ ტიკტოკზე და მხვდება ამ ქალის ვიდეო… უკაცრავად მაგრამ გული მერევა ამ სიყალბეზე!”

ალია ავტორი - ალია
19:10 01-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,429

ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში ნინო წილოსანის ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც  ის ხალხს ბაკურიანში დასასვენებლად ეპატიჟება:

ერთი საათის წინ, ამ ქალმა, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა, დადო აი ეს ვიდეო, გვეპატიჟება ბაკურიანში ამოდითო.

არ დაგვავიწყდეს, ამ თვიდან, მისი ყოველთვიური ხელფასი, 11 600 ლარია.

ახლა გითხრათ: 2 კვირის წინ, კარდაკარ დავდიოდი წნორში, ქიზიყში, მომიწია ძალიან ბევრ ოჯახში შესვლა, ხანდაზმული ადამიანების 80% შიმშილობს.

მე ვნახე 60 წლის ადამიანები, რომლებიც მეგონა, რომ 80 წლისები იყვნენ, იმიტომ, რომ სიდუხჭირემ გატეხათ;
ვნახე პაპა, რომელმაც მომიბოდიშა, მთელი დღეა საწოლში ვწევარ რომ ცოტა გაზის ფული დავზოგო და ბოდიშს გიხდი საწოლი რომ მისალაგებელიაო;
ვნახე ბებო, უამრავი მარტოხელა ხანდაზმული ბებო, რომელიც სიცივეში დამხვდა;
ერთმა მითხრა, დღეს მზის თვალია და საღამოს შევანთებ, ახლა რა მიჭირსო და იჯდა ბებო სახლში ქურთუკით;
ვნახე ხანდაზმული ცოლ-ქმარი, რომელიც შემწვარ ბარკლებზე მეპატიჟებოდა, გახარებული იყო, სტუმარი მოგვიხვედი და სახლში ხორცი დაგახვედრეთო, პენსიას რომ ვიღებთ, ერთი მარტო იმ დღეს გვაქვს ხორცი, მეტი ვეღარო და ხორცი იყო ქათმის გაყინული ბარკლები;
ვნახე უკიდურესი გაჭირვება, უკიდურესი, 12 წევრიან ოჯახში, 4 საწოლი რომ დგას და რემონტის კვალიც რომ წაშლილია;
ვნახე ჩაწოლილი ხალხი, თავის დროზე რომ ვერ იმკურნალეს და ახლა სიკვდილს რომ ებრძვიან;
ვნახე უგზო-უკვლო გაჭირვება, მარტოხელა ხანდაზმულების გაჭირვება, ისეთი სიდუხჭირე, ჩემი ტანსაცმლით მისვლის რომ შემრცხვა და მეორე დღეს, ყველაზე გაცვეთილი სამოსი რომ ჩავიცვი, სოციალური უთანასწორობა არ ვაგრძნობინო ხალხს მეთი. ჩემი მეორადი ტანსაცმელების შემრცხვა.

ახლა შევდივარ ტიკტოკზე და მხვდება ამ ქალის ვიდეო,
რომელმაც ხელფასი 7 000 ლარით გაიზარდა
და პარალელურად ამ უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ხალხს, 35 ლარით რომ გაუზარდა ამავე ქალმა ხელფასი
და უკაცრავად მაგრამ გული მერევა ამ სიყალბეზე!

გული მერევა ყველაფერ იმაზე, თავზე რომ დაგვაჯდნენ ეს მილიონერები და ამ ჩვენს საწყალ ხალხს რომ აჯერებენ, რომ ასე სიღარიბეში ცხოვრებას ვიმსახურებთ და რომ თავს ზემოთ ძალა არაა!

გული მერევა იმაზე, რომ მარტოხელა ხანდაზმულები სხედან სახლში, ორ-ორი და სამ-სამი დიპლომით, მთელი ცხოვრება სამუშაო სტაჟით, თან მაღალ თანამდებობაზე და ეტირებათ,
ეტირებათ რომ ასეთ გაუბედურებულ დღეში არიან და ვერაფერს გამხდარან, იმიტომ რომ ძალა აღარ შესწევთ და ამ დროს ეს ქალი, თავის North Face-ბით, წერს ვიდეოს და მასხრად გვიგდებს!

ბოდიში ნინო, მაგრამ ევროპაში, ალპებში თუ ახვალ, ნახავ რომ უამრავი ხანდაზმული წყვილი სეირნობს, მაშინ როცა ჩვენი ხანდაზმულები შიმშილს ებრძვიან ყოველდღიურად, შენ ამ ხალხს, 35 ლარი რომ მოუმატე, ამ ხანდაზმულებს ეპატიჟები?!

 

თეგები: ნინო წილოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved