• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შევაჯამოთ წინააღმდეგობა, რომელმაც თვეზე მეტია ჩვენი ქვეყანა მოიცვა” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
00:02 01-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,563

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

მოდი, ამ ბედობა დღეს, შევაჯამოთ წინააღმდეგობა, რომელმაც თვეზე მეტია ჩვენი ქვეყანა მოიცვა

თავიდანვე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ უფრო წინ ვართ ვიდრე წინააღმდეგობის დასაწყისში ვიყავით. ეს კარგი ამბავია – უპირატესობა და ინიციატივა ჩვენს მხარესაა.

ამ შეჯამებაში მე მინდა განსხვავებები გამოვკვეთო. არსებობდა სხვა პროცესები, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ჰგავდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა ჩვენ საქმე გვაქვს არსებითად ახალი ტიპის მოვლენასთან.

მაშ ასე განსხვავება:

1. დრო და რაოდენობა. ამდენი ხანი ქუჩაში ამდენი ადამიანი არასოდეს მდგარა. ეს პროცესი მდგრადია, ისე როგორც არცერთი სხვა უკმაყოფილება არ ყოფილა;

2. გეოგრაფია. აქციებმა დაფარა მთელი საქართველო არ დარჩენილა არცერთი ქალაქი, სადაც დემონსტრაცია არ გაიმართა. ეს არ არის მხოლოდ დედაქალაქში არსებული პროტესტის გრძნობა;

3. სეგმენტირება. მარშებმა, გარდა მუხტისა რომელიც მოიტანა, დაგვანახა, რომ პროტესტში ჩართულია საზოგადოების ყველა სეგმენტი. ამან აჩვენა ჭრილი, სადაც ყველა ფენა მკაფიოდ ჩანს. ეს ნამდვილად სახალხო პროტესტია;

4. საჯარო მოსამსახურეების ფაქტორი. მოვლენებში აქტიურად არიან ჩართული საჯარო მოსამსახურეები. ეს ხალხი რეჟიმის ეპიცენტრში არიან და რეალურად ყველაზე ახლოს მათ თვითნებურ ძალასთან. მიუხედავად ამ რისკისა ჩვენ ამ დღეებში ასობით საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანი ვნახეთ – ისინი ხმამაღლა ეწინააღმდეგებიან რეჟიმს. ამ ხალხის მიერ შემოკრული განგაშის ზარები გვაჩვენებს რამხელა საფრთხის მატარებელია რეჟიმი;

5. პროფესიული ერთობები. პროფკავშირები იყვნენ ერთ-ერთი პირველები (მსახიობები სულ თავში ედგენენ ამ ამბავს), ვინც გამოეხმაურნენ მოწოდებას “გაიფიცე!” და სუნთქვა მისცეს პროტესტს. პროფკავშირებისგან ახალ-ახალ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. იქმენება ახალი პროფკავშირებიც. ამ მოვლენებმა პირველივე დღეებში დაგვანახა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ორგანიზებულ პროფესიულ კავშირებს. რაც არ უნდა პატარა და სუსტი იყოს ის, შეუძლია გარშემო შემოიკრიბოს მთელი დარგი და ააშენოს მყარი მონაკვეთი წინააღმდეგობის კედელში;

6. საინფორმაციო ველი. საზმაუსთან მიღწეული წარმატება არის გარღვევა საინფორმაციო დაპირისპირებაში. ამ ერთმა საათმა ადამიანებს პოლარიზებულ საინფორმაციო ნაკადებში საშუალება მისცა უსმინონ რაციონალურ, საქმიან და პოლიტიკურ მსჯელობას. ბევრი ახალი ადამიანი გაიცნო საზოგადოებამ და ნახა რომ ყავლგასული პოლიტიკოსების მიღმა კიდევ ბევრი რესურსია, იმისთვის რომ მთლად “უცხოელ მოსამართლეების” იმედად არ ვიყოთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 1/24-დი დავიბრუნეთ, მაგრამ საჭიროა დარჩენილი 23-ის ხალხია სამსახურში ჩაყენება;

7. სოლიდარობა. ჩვენ ვხედავთ თანადგომის ქრესტომატიულ მაგალითებს. გარდა ზოგადი სოლიდარობისა, არის კონკრეტული მაგალითები: სოციალური მუშაკების იწყებენ საგაფიცვო დავას სახელმწიფოსთან საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენის მიზნით; ჭიათურელი მაღაროელები სოლიდარობას უცხადებენ პოლიტიკური მოტივებით სამსახურიდან დათხოვილ ტყიბულელ მეშახტეებს; საჯარო მოსამსახურეები იკრიბებიან მერიასთან და აპროტესტებენ პოლიტიკურ წმენდას. სოლიდარიბა გადამდებია, ამიტომაც ცდილობს რეჟიმი ჩახშობას;

8. რეჟიმი იმალება. პირველი ფაზის აგრესიული პოლიტიკის შემდეგ რეჟიმმა უკან დაიხია. მან თითქოს მოედანი დატოვა. კი, ნის ლაპარაკობს, აკურთხებს რაიდებს, გამოსცემს კანონებს, მაგრამ რეალურ სივრცეში არ ჩანს. სპეცრაზმი გაქრა, პატრული უხალისოდ დაყვება მარშებს და ხან არც დაყვება, ნაძვის ხე ვერ აანთენ, საახალწლო კონცერტი პარტიზანულად ჩაწერეს და მერე ტელევიზორში დაატრიალეს, ერთი მუჭა ოპორტუნისტების გარდა არავის სურს რეჟიმის მიერ ნაძალადევი ზეიმში მონაწილეობის მიღება.

სახელმწიფო აპარატი თითქოს დაიღალა და უხალისოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით, ფუნქციონირებს. ახლა კითხვა ასე დგას: როდის გაჩერდება ის?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved