• რეკლამა
  • კონტაქტი
00:46, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შევა თუ არა პარლამენტში ელისაშვილი და ურქენს თუ არა ვაშაძე ბოკერიას? – სოსო მანჯავიძე

ალია ავტორი - ალია
00:32 12-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამასობაში ტეხასის სარჩელს, რომელიც მან პენსილვანიის, მიჩიგანის, ჯორჯიისა და ვისკონსინის წინააღმდეგ აშშ-ს უზენაეს სასამართლოში შეიტანა ამ შტატების მიერ აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით, კიდევ 17 შტატი შეუერთდა.

მოსალოდნელია, რომ სხვებიც შეუერთდებიან.

ჰანტერ ბაიდენის ყველა ანგარიშის შემოწმების ორდერი გაიცა.

მოკლე ხანში აშშ გენპროკურორის, უილიამ ბარის განცხადებას ელოდებიან.

აშშ უზენაესმა სასამართლომ ოთხ მოპასუხე შტატს 12 დეკემბრის 15 საათამდე მისცა პასუხისათვის.

სულ უფრო მწვავდება წინააღმდეგობები რუსეთსა და თურქეთს შორის.

ერდოგანი ” წითელ ხაზებს” გადავიდა და ყირიმის უკრაინისთვის ძალისმიერ გზებზე ალაპარაკდა. ყარაბაღში მიღწეული თანამშრომლობის ფორმატი მყიფეა, ლიბიაში რუსებმა თურქული ბაზა დაბომბეს, სირიაში ძალთა გადაჯგუფება მიმდინარეობს. რუსები ცდილობენ აღიდგინონ რენომე იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მათ სამხედრო პრესტიჟს ყარაბაღში მიადგა.

თურქეთს, უდიდესი პრობლემები აქვს არაბულ სამყაროსთან, რომლის ყველაზე ძლიერ წარმომადგენელს, ეგვიპტეს , უხვად უფინანსებენ არმიას არაბული მონარქიები.

დღეს ეგვიპტის არმია არათუ ჩამოუვარდება, არამედ ბევრი პარამეტრით აღემატება თურქულს, ხოლო ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.

ასეთივე დაძაბულობაა დონბასში, სადაც სულ უფრო იზრდება კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლის რისკი.

მოჰსენ შაჰრიზადეს მკვლელობის შემდეგ სულ უფრო მატულობს ისრაელ-აშშ-ს და ირანის სამხედრო დაპირისპირების ალბათობა.

ჩინეთმა, რომლის უარყოფით როლზე აშშ-ს არჩევნების საკითხში სულ უფრო ხშირად და აგრესიულად საუბრობენ შტატებში, ახალი, გაფართოებული ასეანი შექმნა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 2, 5 მილიარდი ადამიანი მოიცვა.

მაგრამ მთავარი მოვლენები მაინც კვლავ საქართველოში ხდება.

სწორედ აქ მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული ნიუ-იორკის, ლონდონის , ჰონგ-კონგის ბირჟების ინდექსები.

მსოფლიო გაფაციცებით აკვირდება -შევა თუ არა პარლამენტში ელისაშვილი, კვლავ შეერთდება თუ არა “გირჩი” ინგა გრიგოლიას გულმდუღარე მოწოდების შემდეგ, ურქენს თუ არა ვაშაძე ბოკერიას და რა გზას დაადგება “ლელო”

გაურკვეველია რა შედეგით დამთავრდება შეჯახება შალვა ნათელაშვილსა და დონალდ ტრამპს შორის, რომელიც შალვას პოლიტიკურმა შვილმა, მაიკლ პომპეომაც კი ვერ მოაგვარა თბილისში სპეციალური ვიზიტისას.”ბანდიტი ტრამპი” და მისი სიძე,, “ბიძინა ივანიშვილის მაფიის მფარველი” ჯარედ კუშნერი შეიძლება კვლავ ხელისუფლებაში დარჩნენ და ბაზალეთის სასახლის შტურმისთვის საქართველოში სპეცრაზმი გამოგზავნონ.

თუმცა, ირაკლი კობახიძის გუშინდელმა გამოსვლამ მსოფლიოს იმედი გაუჩინა.

კრიზისის განმუხტვის მეთოდი ბულგაკოვის “ძაღლის გულიდან” იქნა გადმოღებული, სადაც თავგასულ შარიკოვს პროფესორი საკვების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

“А где же я буду харчеватьса?”- ამ ტრაგიკულმა კითხვამ დროებით კი მოათვინიერა შარიკოვი, თუმცა შემდეგ, როგორც ცნობილია, კატების დაჭერაში და მოგუდვაში იღებდა ფულს.

როგორი საოცარი ანალოგიებია.”

თეგები: 2020 არჩევნებისოსო მანჯავიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved