• რეკლამა
  • კონტაქტი
00:29, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება“ – სოფო ჯაფარიძე “ოცნების” ბრალდებებზე

ალია ავტორი - ალია
13:48 11-02-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,119

ოპოზიციაში “ქართული ოცნების” ბრალდებებს უპასუხეს. კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები “არასერიოზულია”.

“შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს არის დაცინვა, პირველ რიგში, ხალხის – იმ ხალხის, რომელსაც მოჰპარეს ხმები. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი რასაც ისინი კადრულობენ, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას,” – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, არ ჰგონია, ამ ბრალდებების ადრესატი მისი პარტია იყოს.

“რა ვიცი, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით არა მგონია საუბრობდეს. ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები. თუ რამის თავი აქვთ, გამოვიდნენ და იმ მტკიცებულებებზე ილაპარაკონ, რომელიც გავასაჯაროვეთ, რომელიც საზოგადოებას ვაჩვენეთ და რომლის გამოძიების ვალდებულებაც აქვთ,” – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისთვის მოუწოდა. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი “ქართული ოცნების” სახელით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved