• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეუძლებელი გახდა კომპანიასთან კომუნიკაცია” – მიმართვა პრემიერს – “ბახმაროს გადასარჩენად”

ალია ავტორი - ალია
17:50 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,883

საინიციატივო ჯგუფი, “ბახმაროს გადასარჩენად” პრემიერს მიმართავს:

✍? საინიციატივო ჯგუფი „ბახმაროს გადასარჩენად“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელით შევიტყვეთ კომპანია „ორბი ბახმაროს“ მიერ გიგანტური მშენებლობის შესახებ დაბა ბახმაროში. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული და არავითარი კონსულტაცია/საჯარო განხილვა არ გამართულა, ჩვენ შევისწავლეთ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია (ნაწილობრივ ხელმისაწვდომი) და დარგის პროფესიონალებთან ერთად გაგვიჩნდა არაერთი მწვავე შეკითხვა (დეტალურად გთხოვთ იხილოთ დანართი #1).
✍? ჩვენი აზრით, გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტი შეცვლის ბახმაროს ავთენტურ ლანდშაფტს და სრულად დაუკარგავს კურორტს უნიკალურობას, ასევე შექმნის სხვა მრავალ გარემოსდაცვით თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემას. აქვე გაცნობებთ, რომ მშენებლობის ნებართვის არარსებობის მიუხედავად კომპანია „ორბი ბახმარომ“ უკვე გააჩაღა აქტიური სარეკლამო კამპანია და ყიდის ჯერ კიდევ უნებართვო პროექტის/შენობის ფართებს. კომპანია „ორბი ბახმარო“ საჯარო განცხადებებში ხშირად ცვლის პოზიციებს, ასახელებს სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებულ რიცხვებს, მალავს ჩატარებულ კვლევებს, მხოლოდ საკუთარი ინტერესის შესაბამისად აკეთებს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმის ინტერეპრეტაციას. პროექტის მიმართ საზოგადოებაში ნდობა არ არსებობს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კომპანია გაურბის ნებისმიერ დიალოგს და შესაბამისად გამორიცხავს კონსენსუსის შესაძლებლობას.
ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის „ბახმაროს გადასარჩენად“ წევრები, თვალს ვადევნებდით რა თქვენს ჩართულობას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა პროტესტის შემდგომ პრობლემის გადაწყვეტის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, ახლაც პირადად ჩაერთოთ ადგილობრივ მოსახლეობას, მისი ინტერესების დამცველ ექსპერტებსა და აქტივისტებს და კომპანია “ორბი ბახმაროს“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის მედიაციის პროცესში. მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა და არაერთი საჯარო თუ წერილობითი მიმართვისა, შეუძლებელი გახდა აღნიშნულ უწყებებთან და კომპანიასთან კომუნიკაცია. პროცესს ართულებს ისიც, რომ აღნიშნული სახელმწიფო უწყებები არღვევენ კანონს და არ გვაწვდიან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას. ასევე გთხოვთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ სახელმწიფო უწყებებში საჯარო ინფორმაციის გაცემის და პროექტის ნებართვასთან დაკავშირებული პროცედურების მართლზომიერების საკითხი.
✍? ბატონო ირაკლი! იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებთ ჩვენს არგუმენტირებულ თხოვნას და ფართო საზოგადოების ინტერესს, რასაც ადასტურებს პეტიციაზე 5000 მოქალაქის ხელმოწერა და არ დაუშვებთ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, უზრუნველყოფთ საჯაროობის, გამჭვირვალობის და რაც მთავარია საზოგადოებისა და ქვეყნის საერთო ეროვნული მასშტაბის ინტერესის დაცვას – ბახმაროს უნიკალურობის გადარჩენა-შენარჩუნებასა და მის სწორ, შესაბამის განვითარებას.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved