მესამე პრეზიდენტი თანახმაა მისი ადვოკატი შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და გააცნოს სამედიცინო დასკვნის შედეგები, თუმცა, არაფერი უთქვამს შეწყალების თხოვნაზე.
მიხეილ სააკაშვილის ეს პოზიცია შალვა ხაჭაპურიძემ გაახმოვანა, რომელმაც მესამე პრეზიდენტი ვივა მედში მოინახულა.
“სააკაშვილის პოზიციაა, რომ მიმართვა შეწყალებით, ასეთი რამ მას არ უთქვამს. შენ შეხვდი დაელაპარაკე, გადაეცი ჩემი ავადმყოფობის ისტორიაო. ეს იყო მისი პასუხი.” ამბობს ხაჭაპურიძე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრის სურვილი ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ დღეს გამოთქვა. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილთან შეხვედრას მას შემდეგ შეეცდება, რაც ამერიკელების მიერ მომზადებული დასკვნის შედეგს მიიღებს.
კომენტარები