მწერალი, “ქართული ოცნების” თანამდამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთი გადაგვარებული გურული დუნიაზე არ მოიპოვება, ბერძენიშვილი, თავად გვარი, კარგი გვარიშვილობისაა, მაგრამ ეს სამანძაგო, გვარის შემარცხვენელი ტიპაჟი საიდან გამოიჩეკა!..
არიან ერები, ისტორიულ ფიგურებს თავად ჰქმნიან, ამა თუ იმ პიროვნებას უარყოფით თვისებებს უვუწყებენ და ერის სადიდებელ კვარცხლბეკზე აჰყავთ, უკვდავების შარავანდედით მოსავენ, ეს ბედოვლათი უგვანი ბერძენიშვილი კი თავად დრო-ჟამით შექმნილ და აღიარებულ ისტორიულ პიროვნებას თავაშვებით ეხება, რითაც საქართველოს წარსულს აქიაქებს და თავლაფს ასხამს, ვინ მისცა ამის უფლება ამ მოუმწიფებელ, შეცდომით განაყოფიერებულ და ქვეყნად მოვლენილ არსებას?! რა გამბედაობა უნდა გქონდეს და გამოძრავებდეს კაცს, შეურაცხყოფა მიაყენო მთელ ერს, მის წარსულსა და მომავალს, თუ არა – უზნეობა, სულიერი გადაგვარება და გაცხოცელება!.. ენას ძვალი არ აქვსო, ნათქვამია – ბერძენიშვილისნაირ ენას კი მხოლოდ ამოგლეჯა თუ უშველის!..”
კომენტარები