ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ინფრასტრუქტურის მინისტრი ეუბნება მედიას, მე თქვენთან დიალოგში არა ვარო. კრიტიკული ვითარებაა და დიალოგში არა ვარო. რასაც ტელევიზორში უყურებს ანუ თავისი უფროსების კაჩაობას მედიასთან, იმას იმეორებს ახლა სტიქიის ზონაში.
ამას რა უნდა ბრიფინგზე ?! ჯერ საერთოდ არ ატარებდნენ, პროპაგანდისტული არხები ეთერიდან გაიყვანეს და ახლა ეს გენიოსი გამოუშვეს მედიასთან.
ახლა რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების უფროსის გამოსვლას. განაცხადა, რომ შეტყობინება შევიდა 15:10-ზე და მაშინვე დაიგეგმა ვერტმფრენის ჩართულობა.
ეს განცხადება დავიმახსოვროთ.”
კომენტარები