• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეთქმულება და ღალატი “ოცნებაში”? – რა მოიგო მიშამ ამ 50 დღეში?

ალია ავტორი - ალია
21:48 11-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.

ხელისგულზე დევს უკვე, რომ მიდის ხელისუფლების გადაბარება და მიუხედავად იმისა, რომ მე არც ერთი მხარის მომხრე არა ვარ, მე რომ დღეს საქართველოში ვიყო, გამოვიდოდი და დავიწყებდი აქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ, იგი ამბობს, რომ მოიგო არჩევნები და ხალხის მანდატი მისია, ვინ მისცა ხელისუფლებას უფლება ხალხის გარეშე, ხალხის ზურგსუკან, ეს მანდატები ვინმეს გადააბარონ? ხომ ამბობენ, „ოცნების„ მომხრეები, რომ მიშა „სიმულიანტია“? რატომ არ ითხოვენ ახლა ამ „სიმულიანტი“ მიშას დაბრუნებას გლდანის ციხეში? რას ელოდებიან? რატომ არ ითხოვენ მის გასამართლებას?

ჯერ მოეთხოვათ პასუხი კობახიძისთვის, მერე ღარიბაშვილისთვის და მივიდოდნენ ბოლოს ივანიშვილის კვალამდეც. სად არის ეს ვითომ პატრიოტული პარტიები? რომლებიც იძახიან, რომ არ დაუშვებენ მიშას მობრუნებას, მაგრამ, ამასობაში მიშა მათ თვალწინ, სასაცილო პოლიტიკოსიდან ლამის გმირად აქცია ოცნებამ? 

კითხულობენ, რა მოიგო მიშამ ამ 50 დღეშიო – რა მოიგო და გაიცოცხლა პოლიტიკური იმიჯი, აღიდგინა პოლიტიკური რეპუტაცია, მოახერხა მიექცია ყველას ყურადღება ციხიდანაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დიდხანს იბრძოლა ამისთვის ნავალნიმ, ეს ვერ მოახერხა. ვერც ვერავინ მოახერხა დღემდე.

ყველაფერი თავიდან ბოლომდე, ქვეყანაში შემოსვლიდან დაწყებული, ვითომ 4 დღე რო მისი შემოსვლის შესახებ არავინ იცოდა და ა. შ. ყველაფერი ემსახურებოდა მიშას პოლიტიკურ პიარს და ეს პიარი მას გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“ – ჰოდა, სად არის ოცნების ამომრჩეველი? მან მისცა ამ პარტიას მანდატი, ხო?

აღიაროს „ოცნებამ“, რომ მიდის ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რომ არის მიშასთან შეთქმული და არის ხალხის მიერ მინიჭებული მანდატის მოღალატე! ან თქვას, რომ მანდატი და ხალხის ხმები მოიპარა და აპირებს ამ ხმების მოგებული, გამარჯვებული ოპოზიციისთვის დაბრუნებას. ვინმეს, რომელიმე ვითომ პატრიოტულ პარტიას შეუძლია გამოვიდეს და ღიად თქვა, კობახიძე, ღარიბაშვილო, თქვენ ივანიშვილის დავალებით, დანაშაულებრივი, ჩუმი, ღალატობრივი გზით ახდენთ მიშასთვის ხელისუფლების გადაბარებას? ექნება ვინმეს ამის თქმის თავი, ძალა და სურვილი? 

“ივანიშვილი მიშასგან ამ პირობის მიღებას ელოდება! – ფული იქნება მიშასთვის, ბიძინა გადაიხდის ამ ფულს” – ინტერვიუ
თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი კობახიძეირაკლი ღარიბაშვილიმიხეილ სააკაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved