• რეკლამა
  • კონტაქტი
15:44, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეტაკებები და დაბომბვები – “ყირიმში წყალი შეწყდა, მოსახლეობა უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:42 06-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
482
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“2023 წლის 8 ივნისის შეჯამება უკრაინაში:
– უკრაინული შეტევა დაიწყო ორიხივის სამხრეთით, ზაპორიჟიას ოლქში. საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო Leopard 2 ტიპის ტანკები. მუშაობს უკრაინული არტილერია. გარღვევაზე გასული ნაწილები რუსული არტილერიის ცეცხლში მოყვნენ. მათ შორის “ლეოპარდების” კოლონა. დანაკარგების მიუხედავად უკრაინულმა სამხედრო ძალებმა 4 კილომეტრის სიღრმეში ბრძოლით მოახერხეს შესვლა და სამხედრო თვალსაზრისით კარგად გამაგრებულ რობოტინეს შტურმი დაიწყეს. დანაკარგებია რუსულ სამხედრო ტექნიკაშიც. არიან ტყვეებიც. სულ ცოტა ორი ქვეითთა მანქანა ალაფის სახით იქნა მოპოვებული.
მძიმე შეტაკებები ახლაც მიმდინარეობს. რუსებმა თავდაცვაში სამხედრო სარეზერვო ნაწილები ჩართეს და ცდილობენ იერიშის ჩახშობასა და გარღვეული ფრონტის ხაზის დასტაბილურებას. გარემო დანაღმულია და მანევრირება საკმაოდ ჭირს. უკრაინელებს ამ მხრივ ბევრად დიდი სირთულეები აქვთ გადასალახი.
ამ მონაკვეთიდან დასავლეთით, ლობკოვეს მიმართულებით წამოწყებული იერიში წარმატებით ვითარდება. უკრაინელებმა დასახლების გათავისუფლება წარმატებით შეძლეს და ცდილობენ კიდევ უფრო ღრმად, ვასილივკას მიმართულებით განავითარონ იერიში.
მესამე მიმართულება უკრაინელებმა პოლოჰის მაგისტრალური გზისაკენ დაიწყეს. სიტუაცია უცნობია.
სახმელეთო იერიშს თან ახლავს სარაკეტო და საარტილერიო იერიშები ტოკმაკზე, პოლოჰიზე, ვასილივკასა და კამიანკაზე. განსაკუთრებით ინტენსიურად ტოკმაკი იბომბება, რომელიც ბოლო 24 საათია განუწყვეტელი დარტყმების ქვეშაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეით ნაწილებთან ერთად კონტრშეტევაში მძიმე ტექნიკაცაა ჩართული და არტილერიაც გამალებით ურტყამს რუსულ პოზიციებს, მაინც, სრულიად შესაძლებელია საქმე გვქონდეს დამხმარე იერიშთან და არა ცენტრალურ შემტევ დაჯგუფებასთან. როგორც არ უნდა იყოს, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობიდან გამომდინარე აშკარაა ძალიან რთული მონაკვეთის გავლას ცდილობენ უკრაინელები და პირველი დღეები განსაკუთრებით რთული იქნება.
ამ ფონზე რუსები ზემოაღნიშნული ფრონტისპირა ყველა დიდი დასახლებული პუნქტებიდან კოლაბორაციონისტების ევაკუაციას ახალი ტემპით იწყებენ. აშკარაა რომ ამ ქალაქების ოკუპაციის შენარჩუნებაში ხანგრძლივი დროით თავადაც ეპარებათ ეჭვი.
ზოგადად რომ შევაჯამოთ – სამხრეთში სამი მიმართულებით მიმდინარეობს იერიშები: ორეხივის, ველიკა ნოვოსილკასა და ვუჰლედარის სიახლოვეს. ბოლო 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა წერტილი აქტიურდება თუ კლებულობს. ინფორმაცია კი მინიმალურია და ძირითადად, რუსული წყაროებითაა მომარაგებული.
– Storm Shadow ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ლუგანსკი. მინიმუმ 4 უკრაინული ფრთოსანი რაკეტა დაეცა ლუგანსკის ინდუსტრიულ რაიონში მდებარე ქარხნებს, მათ შორის ვაგონთშენებელ ცენტრს, რომელშიც ტანკებისა და არტილერიის გარემონტება მიმდინარეობდა.
– დაიბომბა ქალაქი დონეცკის სამხედრო და ინდუსტრიული წერტილები. ამ შემთხვევაში აქტიური უკრაინული არტილერიაა, რომელიც ქალაქში სამიზნეებს ძალიან ადვილად სწვდება.
– უკრაინელები ბახმუტზე იერიშს აგრძელებენ. შეტევა მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქში მდგომ ნაწილებზე. მუშაობს უკრაინული არტილერია და დრონები. ფლანგებზე რა ვითარებაა არაა ცნობილი.
– რუსები ხერსონის იმ დატბორილ სოფლებსა და მოსახლეობას ბომბავენ, რომლიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობს. ტივებით გადაადგილებისას ირგვლივ რუსული ჭურვები ცვივა დატბორილ სახლებსა და ქუჩებზე.
– მიუხედავად აქტიური სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვისა პრეზიდენტი ზელენსკი ხერსონის დატბორილ სოფლებში ჩავიდა და ხალხს შეხვდა.
– რუსულმა სამხედრო ნაწილებმა კინბურნის ნახევარკუნძულის ევაკუაცია დაიწყეს. ტერიტორია დნეპრისა და შავი ზღვის აუზის შესართავთან მდებარეობს. ევაკუაცია უფრო გადაჯგუფების პროცესია, რადგან როგორც ჩანს დატბორვის მათაც ეშინიათ.
– ყირიმში წყალი შეწყდა. მოსახლეობა უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. ყირიმის არხი კახოვკას კაშხალზე იყო მიმაგრებული. კაშხლის აფეთქებითა და წყლის დონის სწრაფი კლებით არხში წყლის მიწოდება შემცირდა.”
May be a graphic of map and text
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved