• რეკლამა
  • კონტაქტი
10:46, კვირა, 26 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლოა ვეღარასოდეს გავიარო… – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
12:29 05-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

“ჩემი ცხოვრება ბოლო სამი თვის მანძილზე ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – სიცარიელით სავსე!” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“დიახ, შესაძლოა უცნაურ სიტყვათა კომბინაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასეთია ის – სამთვიანი სიცარიელით სავსე! რომელსაც ყოველ დილით უკვე ოთხმოცდამეათედ გადაწერილი წამლების განრიგის, ან სისხლის ანალიზების, ან კიდევ რომელმე სხვა მსგავსი პროცედურების წარმატებით მართვის გეგმა და მერე საღამოს გადახაზული ფურცელი ახარებს. ზუსტად იგივე, რაც 45-ე ან 67-ე დღეს იყო. მაგრამ მაინც, ყოველ დილით საგანგებო გულმოდგინებით თავიდან ვგეგმავ.

იცით რას ნიშნავს სიცარიელით სავსე დღეები?

– არაფერი რომ არ ხდება,

– საერთოდ არაფერი იცვლება,

– საერთოდ გამქრალია დინამიკა,

– ყოველი დღე ზუსტად წინას იდენტურია, ამინდიც კი უინტერესო და არაფრის მთქმელია; მაგრამ ამასობაში ყოველ საღამოს სახლში ვბრუნდებით რაღაცის მიღწეულის განცდით დაღლილი, კმაყოფილი, წელში გამართული.

რატომ გიყვებით ამას. ალბათ უფრო იმიტომ, რომ სამწუხაროდ მხოლოდ მე არ მიდგას ამგვარი სიცარიელით სავსე დღეები. დღევანდელ საქართველოში სწორედ ამ სიცარიელით სავსე დღეების “მიღწევები” და შემდეგ მათზე ტელეეკრანებიდან საუბრები მაშინებს ყველაზე მეტად.

თუ კარგად დააკვირდებით ზუსტად იგივე ხდება გარეთ, ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია, ექსპერტები, უკლებლივ ყველა ამ სიცარიელით სავსე სპირალშია ჩართული და შედეგიც სახეზეა – გაჩერებული, უფუნქციო, გამოწვევებსა და სირთულეებთან განკლავება უუნარო ქვეყანა.

თუ ეს სიცარიელე არ დავძლიეთ გამოსავალი არ იქნება, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანა კიდევ უფრო დიდი სიჩქარით იმოძრავებს განწირულის გზაზე.

რა თქმა უნდა, მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც იმის რისკის ფასად, რომ რა თქმა უნდა აუცილებლად წავიქცევი, მაგრამ თუ არ ავდგები და არ ვცდი, სიარულს თავიდან თუ არ ვისწავლი შესაძლოა ვეღარასოდეს გავიარო, და არ ღირს თუნდაც მორიგი წაქცევის შიში სიარულზე უარის თქმად.

ქვეყანასაც რისკიანი, მათ შორის შესაძლოა წაბორძიკებისა და წაქცევის რისკის ფასად, ახალი სიცოცხლე, სიცოცხლით სავსე დღეების გამრავლება ჭირდება დასადგურებული სიცარიელის ნაცვლად! მხოლოდ აქ არის შესაძლო მორიგი წარმატებების და გამარჯვებების ფორმულა!”-წერს თინა ხიდაშელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება – CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა

17:45 04-24-2026
ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?
ახალი ამბები

ემბრიოლისი – რა სახის კანის მოვლის საშუალებებს გვთავაზობს ბრენდი?

17:14 04-24-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved